ნამცხვარი

ნამცხვარი "პირამიდები" - ბავშვობის გემო

ინგრედიენტები

კვერცხი - 8 ცალი

შაქრის ფხვნილი - 4.5 ჩ/ჭ

არაჟანი - 0.5 ქილა

კარაქი - 600 გ

ფქვილი - 3 ჩ/ჭ

რძე - 3 ჩ/ჭ

ნიგოზი - 1 ჩ/ჭ

სოდა - 1 ჩ/ჭ

ძმარი - 1 ს/კ

ვანილი - გემოვნებით

მომზადების წესები

4 კვერცხის გული 1,5 ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად კარგად გავთქვიფოთ.დავასხათ ნახევარი ქილა არაჟანი,ავურიოთ კარგად, ჩავამატოთ 300 გ დარბილებული კარაქი,ერთი ჩაის კოვზი სოდა-გახსნილი ძმარში, ოთხი ჩაის ჭიქა ფქვილი და  მოვზილოთ ცომი. ცომი გავყოთ ორ ნაწილად. თითოეული ნაწილი გამოვაცხოთ ცალ-ცალკე კვადრატულ ფორმებად.

რვა კვერცხის ცილა ვთქვიფოთ იმდენ ხანს ,ქვაბს რომ გადმოვაბრუნებთ არ გადმოვარდეს.შევათქვიფოთ ორი ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილი,ვანილი, ძალიან ცოტა მარილი და მიქსერით გავაგრძელოთ ათქვეფა. გამზადებული მასის ერთი ნაწილი გამოვაცხოთ იგივე ზომის, რა ზომის ფირფიტებიც გვაქვს გამომცხვარი. დანარჩენი ბეზეს მასისგან გავაკეთოთ "ყვავილები" ( 30 ცალი) ტორტის მოსართავი ხელსაწყოთი და შევდგა გაზქურაში გამოსაცხობად.

მოვამზადოთ კრემი შემდეგნაირად : 4 კვერცხის გული გავთქვიფოთ ერთი ჩაის ჭიქა შაქრის ფხვნილთან ერთად,ავურიოთ 3 სავსე სუფრის კოვზი ფქვილი და ნელ-ნელა დავასხათ 3 ჩაის ჭიქა ცხელი რძე,დავდგათ ცეცხლზე და მივიყვანოთ ადუღებამდე,თან სულ უნდა ვურიოთ.როცა გაცივდება, შევთქვიფოთ 300 გრამი კარაქი.

ერთი ჭიქა ნიგოზი მოვხალოთ და დავჭრათ წვრილად.

ავიღოთ ერთი ცალი ცომის ფირფიტა,წავუსვათ კრემი, მოვაყაროთ დაჭრილი ნიგოზი, დავაფაროთ გამომცხვარი მთლიანი ბეზე,წავუსვათ კრემი,მოვაყაროთ დაჭრილი ნიგოზი, დავადოთ მეორე ფირფიტა, წავუსვათ კრემი და ზემოდან დავალაგოთ გამომცხვარი ბეზეს ყვავილები.კვლავ მოვაყაროთ ნიგოზი.