საბერძნეთი 2020 წელს 100 000 მიგრანტს ელოდება

საბერძნეთი 2020 წელს 100 000 მიგრანტს ელოდება

საბერძნეთი 2020 წელს თურქეთიდან თავშესაფრის მაძიებელთა მორიგ ნაკადს ელოდება და ვარაუდობენ, რომ ასეთი ადამიანების რაოდნეობა 100 ათასს მიაღწევს, რაც კიდევ უფრო გადატვირთავს, ისედაც დატვირთულ მიგრანტთა ბანაკებს. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

"კრიზისი უკვე არის და ის სერიოზულია", - განაცხადა სახელმწიფო კომისარმა მიგრაციის საკითხებში მანოს ლოგოთეტისმა.

ბოლო 6 თვის განმავლობაში საბერძნეთში 45 ათასამდე მიგრანტი ჩავიდა, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე მეტია, როდესაც სირიაში სამოქალაქო ომი დაიწყო.

ამ დროისთვის თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ გაკეთებულ განაცხადზე პასუხს 41 ათასი მიგრანტი ელოდება და ისინი ცხოვრობენ ლესბოსის და სამოსის კუნძულზე მდებარე მიგრანტთა ბანაკებში.