ბოლივიის პროკურატურამ ქვეყნის ექსპრეზიდენტის ევო მორალესის დაკავების ორდერი გასცა. ინფორმაციას Twitter-ზე ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი არტურო მურილიო წერს.
12 დეკემბერს მორალესი არგენტინაში ჩავიდა, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.
ევო მორალესი თანამდებობიდან 11 ნოემბერს გადადგა. საპრეზიდენტო არჩევნები ბოლივიაში 20 ოქტომბერს ჩატარდა. ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ გამარჯვებულად მორალესი გამოაცხადა, თუმცა მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ, კარლოს მესამ შედეგები არ აღიარა, მისმა მხარდამჭერებმა კი საპროტესტო აქციები გამართეს. 10 ნოემბერს მათ სახელმწიფო მედიასაშუალებების შენობები დაიკავეს.