Finansial Times-მა წლის ადამიანად ამერიკული კორპორაცია Microsoft-ის გენერალური დირექტორი სატია ნადელა დაასახელა.
როგორც გაზეთის ჟურნალისტები განმარტავენ, ასეთი ტიტული ტოპმენეჯერმა აქციონერების მოგების ზრდისა და კომპანიის განვითარებისთვის მოიპოვა. მისი მმართველობის 6 წლის განმავლობაში კომპანიის აქციონერების ერთობლივმა მოგებამ 1 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.
2019 წელს ნადელას სხვა მიღწევად გაზეთმა ისიც დაასახელა, რომ ტექნოლოგიური კომპანია მედიის ტოპ თემებში იშვიათად ფიგურირებდა. გაზეთი აღნიშნავს, რომ Microsoft-ი მთელი ძალები ტექნოლოგიების გაყიდვისკენ მიმართა.