Economist-მა წლის ქვეყანა დაასახელა

Economist-მა წლის ქვეყანა დაასახელა

ჟურნალმა Economist-მა წლის ქვეყნად უზბეკეთი დაასახელა. როგორც გამოცემა წერს, ამ ქვეყანაში სიტუაცია პრეზიდენტ შავკატ მირზიევის რეფორმების წყალობით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

Economist-ის დაკვირვებით, მირზიევმა ქვეყნის ეკონომიკის ლიბერალიზაცია „სიამოვნებით განახორციელა“ და პოლიტიკურ რეფორმებზე გადავიდა. „მთავარი პოლიტიკური ცვლილება ისაა, რომ შეხედულებების გამო ადამიანებს ნაკლებად აკავებენ"- წერს ჟურნალი.

მათივე ცნობით, ქვეყანა „ნაკლებად დესპოტური“ გახდა: მირზიევმა კოლონია „ჟასლიკი“ დახურა, ქვეყანაში უცხოელი ჟურნალისტები დაუშვა, ასევე ბიზნესზე ზეწოლა და კორუფცია შემცირდა.

Economist წლის ქვეყნად ასევე განიხილავდა ახალ ზელანდიას, ჩრდილოეთ მაკედონიასა და სუდანს. 2018 წელს წლის ქვეყანა სომხეთი გახდა.