ფლორიდის პოლიციამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის რეზიდენციაში შეჭრისთვის ჩინეთის მოქალაქე, 56 წლის ძინ ლუ დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას Miami Herald-ი ავრცელებს.
ჩინელი პირველმა ტერიტორიის დაცვის სამსახურმა შენიშნა და მას საკუთრების დატოვება მოსთხოვა, თუმცა ქალი დაბრუნდა და ფოტოების გადაღება დაიწყო. პოლიციამ დაადგინა, რომ ქალს ვიზის ვადა ამოწურული აქვს. ის ახლა დაკავებულია.
ეს ტრამპის მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში ჩინელის დაკავების მეორე შემთხვევაა. 30 მარტს ტერიტორიაზე 33 წლის ბიზნესმენი ქალი, ჩჟან იუზცინი შეიჭრა. ტრამპი ამ დროს სახლში იყო. დაკავებისას ქალს რამდენიმე ელექტრომოწყობილობა უპოვეს, რის გამოც ის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილად ცნეს. საბოლოოდ, ჩინელს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.