ფარშირებული პომიდორი განსხვავებულად

ფარშირებული პომიდორი განსხვავებულად

ინგრედიენტები

პომიდორი - 6 მოზრდილი

საქონლის ფარში - 300 გრ

სოკო - 300 გრ

ხახვი - 1 თავი

ბრინჯი - 30 გრ

ნიორი - 2 კბილი

ოხრახუში - 5-6 ღერი

ყვითელი ყვავილი - 0,5 ჩკ

მარილი და წიწაკა - გემოვნებით

მომზადების წესები

ხახვი და სოკო დაჭერით წვრილად და მოშუშეთ ზეთიან ტაფაზე (საშუალო ტემპერატურაზე). 10 წუთში დაამატეთ ფარში, დასრესილი ნიორი, მარილი, ყვითელი ყვავილი, პილპილი და კარგად მოურიეთ გააჩერეთ 20-25 წუთი.

ბრინჯი მოხარშეთ მარილიან წყალში, გადაწურეთ თუშფალანგზე, გადაავლეთ ცივი წყალი და შეურიეთ ფარშს. დაამატეთ დაჭრილი ოხრახუში, კარგად მოურიეთ და გადმოდგით გაზქურიდან

პომიდორი კარგად გარეცხეთ, მოაჭერით თავი, კოვზით ამოიღეთ შიდა ნაწილი და მოათავსეთ შიგ ოდნავ შეგრილებული ფარში.

ფარშირებული პომიდვრები შეგიძლიათ გამოაცხოთ აირღუმელში, თუმცა ცოცხალი პომიდორითაც ძალიან გემრიელია.