ვალერი გერასიმოვი: ნატო მსხვილმასშტაბიანი კონფლიქტისთვის ემზადება

ვალერი გერასიმოვი: ნატო მსხვილმასშტაბიანი კონფლიქტისთვის ემზადება

ნატოს სამხედრო წვრთნა ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში, შავ და ბალტიის ზღვებში მიგვანიშნებს, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მსხვილმასშტაბიანი კონფლიქტისთვის ემზადება. ამის შესახებ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა განაცხადა.

ვალერი გერასიმოვის თქმით, სამხედრო აქტივობები მატულობს ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთში, შავ და ბალტიის ზღვებში. ამასთან, ბლოკის სამხედრო სწავლებების ინტენსიურობაც იზრდება.

„ალიანსი ცდილობს, გაამყაროს თეზისი რუსეთის მხრიდან მომდინარე სამხედრო საფრთხესთან დაკავშირებით და რუსეთის ქმედებებს, რომლის მიზანიც უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, საფრთხედ განიხილავს. ქვეყნებზე (მათ შორის რუსეთზეც), რომლებიც დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას ცდილობენ, უპრეცედენტო პოლიტიკური, ეკონომიკური და ინფორმაციული ზეწოლა ხორციელდება. ჩვენ მოვლენების განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის მზად უნდა ვიყოთ,“, - აღნიშნა ვალერი გერასიმოვმა.