ავსტრალიაში 17 დეკემბერი რეკორდულად ცხელი დღე იყო

ავსტრალიაში 17 დეკემბერი რეკორდულად ცხელი დღე იყო

ავსტრალიაში მუდმივად აკვირდებიან ჰაერის ტემპერატურის ცვლილებას და როგორც BBC წერს, 2019 წლის 17 დეკემბერს ქვეყანაში საშუალო ტემპერატურამ წინა რეკორდები მოხსნა და 40.9C-ს გაუტოლდა. აქამდე ყველაზე ცხელ დღედ 2013 წლის 7 იანვარი მიიჩნეოდა, როდესაც ქვეყანაში ჰაერის ტემპერატურა 40.3C დაფიქსირდა.

ავსტრალიაში საშუალო მაქსიმალური ტემპერატურის ცვლილება ყველაზე ზუსტად აღწერს ქვეყნის მასშტაბით არსებულ სითბურ ტალღებს.

ჰაერის მაღალი ტემპერატურის პარალელურად ავსტრალიაში ძლიერ გვალვასა და ტყის ხანძრებს ებრძვიან. სინოპტიკოსების განცხადებით, სიცხე კვირის ბოლომდე გაძლიერდება.

ქვეყნის მასშტაბით ტყის ხანძრის ასობით კერაა და ხანძრებს უკვე თითქმის ორი თვეა ებრძვიან. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ახალი უელსის შტატში. სტიქიასთნ ბრძოლას ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ართულებს.

ქვეყნის აღმოსავლეთ სანაპიროზე ხანძარმა დაახლოებით 700 სახლი, 1500 ადმინისტრაციული შენობა და 2 მილიონზე მეტი ტყის მასივი გაანადგურა. სტიქიას 4 ადამიანი ემსხვერპლა.