თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2019-ის ფინალური ღონისძიება დღეს ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში გაიმართება. წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დაჯილდოება ბიზნესებისთვის 5 ნომინაციაში გამარჯვებულებს გამოავლებს. ასევე, წელს პირველად საპატიო ჯილდო ქართული ბიზნესის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გამორჩეულ ბიზნესს გადაეცემა.
გამარჯვებისთვის შემდეგი ბიზნესები იბრძვიან:
- საუკეთესო სტარტაპის შექმნისთვის
ფაბერი, პროფი, თრიფქარს
- საუკეთესო ინოვაციებისთვის
ველი, ოპტიო ეიაი და სისიელეი
- გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისათვის
ფლასთიქვოჩერ.ჯი, დადარი, ნატა ბუაჩიძის სტუდია
- თანამშრომლებზე განსაკუთრებული ზრუნვისათვის
მიკროგრინი, ვანდერლენდი, ვიაიპი სეკრეტარი
- საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურებისთვის შექმნისთვის
სამოსელი პირველი, ალაზნის თავი, სოფლიდან.ჯი
წელს პრიზები უცვლელი რჩება. გამარჯვებულები ბიზნესებზე მორგებულ და მათთვის საჭირო ციფრულ სერვისებს აირჩევენ. თიბისი მათ მხარდაჭერას შემდეგი მიმართულებებით სთავაზობს: ციფრული სტრატეგია და ახალი ვებ-გვერდი, ბრენდის სტრატეგია და საიმიჯო კამპანია და პროგრამული უზრუნველყოფა.