მექსიკის მთავრობამ დაადასტურა, რომ საიდუმლო სამარხში სულ მცირე 50 ადამიანის ცხედრის ნაწილები იპოვეს, რომლებიც ადგილობრივ ნარკოკარტელებს ემსხვერპლნენ. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პოლიეთილენის პარკებში გახვეული ცხედრები ნოემბრის ბოლოს ქალაქ გვადალახარასთან ახლოს მდებარე ფერმის ტერიტორიაზე იპოვეს. ამ დროისთვის ადგილობრივმა მთავრობამ მხოლოდ 12 გარდაცვლილის იდენტიფიცირება შეძლო. ყველა მათგანი დაკარგულად იყო გამოცხადებული.
19 ნოემბერს მექსიკის ერთ-ერთ ფერმაში 25 ცხედარი იპოვეს.