ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდმა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.
როგორც BBC წერს, ამის მიზეზი ის გახდა, რომ 70 წლის მარტ ჰელმემ, რომელიც ულტრამეარჯვენე პოპულისტურ პარტია „ეკრეს“ ხელმძღვანელობს, ფინეთის ახალარჩეულ პრემიერმინისტრს „გამყიდველი გოგო“ უწოდა.
34 წლის სანა მარინი მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა პრემიერმინისტრია. ესტონეთის შს მინისტრმა მის შესახებ განცხადება რადიოს ეთერში გააკეთა. „ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი გამყიდველი გოგო პრემიერმინისტრი გახდა და ზოგიერთი ქუჩის აქტივისტი და გაუნათლებელი ადამიანები ასე შეუერთდნენ მინისტრთა კაბინეტს"- თქვა ჰელმემ.
მოგვიანებით მინისტრმა განაცხადა, რომ მისი კომენტარი არასწორად გაიგო და სანა მარინს ბოდიში მოუხადა. ოპოზიცია მის გადადგომას მოითხოვს.
ფინეთის პრემიერმა თავის ცხოვრებაზე საუბრის დროს აღნიშნა, რომ ხელმოკლე ოჯახში გაიზარდა, უნივერისტეტში ჩარიცხვამდე კი გაყიდვების მენეჯერის თანაშემწედ მუშაობდა.