ალბათ არასოდეს გიცდიათ ქათმის ამ წესით მომზადება - ეს თქვენი საფირმო კერძი გახდება!

ალბათ არასოდეს გიცდიათ ქათმის ამ წესით მომზადება - ეს თქვენი საფირმო კერძი გახდება!

ინგრედიენტები

ქათამი ან მხოლოდ ბარკლები/ფრთები/ფილე - 1 კგ

თხელი ლავაში - 4 ფირფიტა

ნიორი - 4 კბილი

მაწონი - ან ნატურალური იოგურტი, 200 მლ

ბულგარული წიწაკა - 1 ცალი

მუსკატის კაკალი - დაფქული, მწიკვი

მარილი და პილპილი

კარაქი - 50 გ

მომზადების წესები

დაჭერით ბულგარული წიწაკა და გაფცქვლი ნიორთან ერთად მოათავსეთ ბლენდერის ჭიქაში. დააბლენდერეთ პასტის კონსისტენციის მიღებამდე.

მიღებული მასა გადაიტანეთ ღრმა ჭურჭელში და დაუმატეთ მაწონი (ან იოგურტი). შეანელეთ მარინადი შავი პილპილით, მარილით და მუსკატის კაკალით. აურიეთ.

ჩაალაგეთ მიღებულ მარინადში დაჭრილი ქათამი და გააჩერეთ მინიმუმ 1 საათით.

წაუსვით ლითონის ღრმა ფირფიტას კარაქი, დააფინეთ 4 ფენად ლავაში, წაუსვით დარჩენილი კარაქი.

გაანაწილეთ ლავაშზე ქათმის ნაჭები და მოასხით მარინადი.

შედგით 180-200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40-60 წუთით.

თუ ზედაპირი სწრაფად მოიბრაწა, გადააფარეთ ფორმას ფოლგა.

არსებობს ამ კერძის მომზადების კიდევ ერთი ვარიანტი: ხორცის თითოეული ნაჭერი გაახვიეთ ლავაშში, ჩაალაგეთ მჭიდროდ გამოსაცხობ ფორმაში და ზემოდან დაასხით მარინადი.