ბოლივიის მთავრობა ევო მორალესის დაკავების ორდერს გასცემს

ბოლივიის მთავრობა ევო მორალესის დაკავების ორდერს გასცემს

ბოლივიის მთავრობა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ევო მორალესის დაკავების ორდერს უახლოეს დღეებში გასცემს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ჟანინ ანიესმა განაცხადა.

„მორალესმა იცის, რომ დაბურნების შემთხვევაში ქვეყნის წინაშე პასუხი უნდა აგოს. რა თქმა უნდა, უახლოეს დღეებში მისი დაკავების ორდერიც გაიცემა, რადგან შესაბამის ორგანოებს ასეთი მოთხოვნით უკვე მივმართეთ“, - თქვა ანიესმა.

მან დასძინა, რომ მორალესს ბოლივიაში დაბრუნება ნებისმიერ დროს შეუძლია, რადგან ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო.

12 დეკემბერს მორალესი არგენტინაში ჩავიდა, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.

ევო მორალესი თანამდებობიდან 11 ნოემბერს გადადგა. საპრეზიდენტო არჩევნები ბოლივიაში 20 ოქტომბერს ჩატარდა. ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ გამარჯვებულად მორალესი გამოაცხადა, თუმცა მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ, კარლოს მესამ შედეგები არ აღიარა, მისმა მხარდამჭერებმა კი საპროტესტო აქციები გამართეს. 10 ნოემბერს მათ სახელმწიფო მედიასაშუალებების შენობები დაიკავეს.