ამერიკულმა ჟურნალმა U.S.News-მა მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა. სიის შედგენისას ჟურნალისტები ქვეყნების მშპ-ის მონაცემებს, მოსახლეობის რაოდენობას და ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს წილს ითვალისწინებდნენ.
„მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქვეყნები ხშირად ფიგურირებენ ახალ ამბებში, დიდი წვლილი შეაქვთ გლობალური ეკონომიკური მოდელების ფორმირებაში და პოლიტიკურ სარბიელზე დიდი გავლენით სარგებლობენ“, - აცხადებენ ჟურნალისტები.
სიის პირველ ადგილზე აშშ, მეორეზე რუსეთი, მესამეზე კი ჩინეთი აღმოჩნდა. რეიტინგის პირველი ათეულში ასევე გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იაპონია, ისრაელი, საუდის არაბეთი და სამხრეთ კორეა მოხვდნენ.