აბდელაზიზ ბუტეფლიკას თითქმის 20-წლიანი მმართველობის შემდეგ ალჟირს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. 12 დეკემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილმა პრემიერმინისტრმა, აბდელმაჯიდ ტებუნმა გაიმარჯვა.
ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს. ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტებუნს ამომრჩეველთა 58%-მა დაუჭირა მხარი.
ალჟირის დამოუკიდებელმა ეროვნულმა საარჩევნო ორგანომ საპრეზიდენტო არჩევნებზე დარეგისტრირებული 22 კანდიდატიდან მხოლოდ 5-ის მოთხოვნა დააკმაყოფილა. ალჟირის პრეზიდენტი, აბდელაზიზ ბუტეფლიკა 20-წლიანი მმართველობის შემდეგ, თანამდებობიდან 2 აპრილს გადადგა, რის შემდეგაც თანამდებობა დროებით აბდელქადერ ბენსალაჰმა დაიკავა. ბუტეფლიკას გადადგომას წინ მასობრივი საპროტესტო აქციები უძღოდა.