რუსეთის დედაქალაქში ტერაქტის მომზადებისთვის „ისლამური სახელმწიფოს“ 5 მებრძოლი დააკავეს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა შორის რუსეთის 2 და ცენტრალური აზიის ქვეყნების 3 მოქალაქეა.
პოლიციამ დაკავებულებს იარაღი და „ისლამური სახელმწიფოს“ ინსტრუქციები აღმოუჩინეს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.