სამოაში მასობრივი ვაქცინაციის ფონზე წითელას ინფექციით დაღუპულთა რაოდენობა შემცირდა, თუმცა ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების 85 ახალი შემთხვევაა გამოვლენილი.
ბოლო მონაცემებით, ვირუსმა 72 ადამიანი იმსხვერპლა, ინფიცირებულთა რაოდენობა კი 5 ათასს აჭარბებს. დაღუპულთა უმრავლესობა 4 წლამდე ბავშვია. ამ დროისთვის კლინიკებში 169 ინფიცირებული რჩება. 16 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.