კრემ-სუპი სამნაირი ყველით და ბროკოლით

კრემ-სუპი სამნაირი ყველით და ბროკოლით

ინგრედიენტები

ბროკოლი - 300 გ

ხახვი - 1 პატარა თავი

ნიორი - 1 კბილი

ნაღები - 120 მლ

ყველი ედამერი - 50 გ

ყველი გაუდა - 30 გ

მოცარელა ან სულგუნი - 50 გ

მარილი

ზეითუნის ზეთი

მომზადების წესები

ხახვი და ნიორი მოვშუშოთ ზეთში მაღალ ცეცხლზე. დავუმატოთ დაჭრილი და გარეცხილი ბროკოლი, დავასხათ ნაღები და წამოვადუღოთ.

დაახლოებით 5-7 წუთში გადავიტანოთ ეს მასა ბლენდერში და ავთქვიფოთ.

კრემ-სუპი ჩავაბრუნოთ ქვაბში და წამოვადუღოთ, დავუმატოთ 3 სახეობის ყველი, შევკაზმოთ მარილით. სუპი შეგვიძლია ანადუღარი წყლით გავათხელოთ.