უკრაინის პოლიციამ ჟურნალისტ პაველ შერემეტის მკვლელობაში ეჭვმიტანილები დააკავა. ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი არსენ ავაკოვი Facebook-ზე ავრცელებს.
მოგვიანებით კიევში გამართულ ბრიფინგზე კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელმა ევგენი კოვალმა განაცხადა, რომ საქმეზე 5 ადამიანია დაკავებული: მედდა იანა დუგარი, ექიმი და მოხალისე იულია კუზმენკო, მუსიკოსი და დონბასში სამხედრო ოპერაციის მონაწილე ანდრე ანტონენკო და კიდევ ორი ვეტერანი - ვლადისლავ და ინა გრიშენკო.
პაველ შერემეტი 2016 წლის 20 ივლისს, კიევის ცენტრში, მანქანის აფეთქების შედეგად დაიღუპა. გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობა მის ჟურნალისტურ საქმიანობას უკავშირდება. 2019 წლის ივლისში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შსს-ს და პროკურატურას მკვლელობის გამოძიების შესახებ ანგარიში მოსთხოვა.