ბოლივიის ყოფილი პრეზიდენტი არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში პოლიტიკური თავშესაფრის მისაღებად ჩავიდა. ამის შესახებ მედია არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.
უწყების განცხადების თანახმად, მორალესი არგენტინაში დარჩენას თავშესაფრის მაძიებლის სტატუსით აპირებს, რის შემდეგაც დევნილის სტატუსს მიიღებს.
არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მორალესი არგენტინაში უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, ვიდრე მექსიკაში.
მორალესი თანამდებობიდან 11 ნოემბერს გადადგა. საპრეზიდენტო არჩევნები ბოლივიაში 20 ოქტომბერს ჩატარდა. ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი, ევო მორალესი გამოაცხადა, თუმცა მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ, კარლოს მესამ შედეგები არ აღიარა.
მისი მხარდამჭერები ქვეყანაში საპროტესტო აქციებს მართავენ. 10 ნოემბერს მათ სახელმწიფო მედიასაშუალებების შენობები დაიკავეს. მორალესი ქვეყნის პრეზიდენტის პოსტს 2006 წლიდან იკავებდა.