ხორცი ფერადი წიწაკებით

ხორცი ფერადი წიწაკებით

ინგრედიენტები

მარილი და პილპილი

ტკბილი წიწაკა, სხვადასხვა ფერის - 3

ძმარი - 5 ს.კ

სოიოს სოუსი - 4 ს.კ

ნივრის კბილი - 3

ხახვი - 1 თავი

საქონლის რბილი ხორცი - 600 გ

ქინძი

მწვანე ხახვი

მომზადების წესები

დაჭერით ხორცი თხელ, 3-4 სმ სიგრძის ნაჭრებად. მოასხით 3-3 ს.კ. ვაშლის ძმარი და სოიოს სოუსი. დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი, შავი პილპილი. ინგრედიენტები კარგად აურიეთ და შედგით მაცივარში 2 სთ.

ტაფაზე მოასხით ზეთი და მოშუშეთ ხორცი (ხახვთან და ნიორთან ერთად) დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში (ძალიან დაბალ ცეცხლზე). ბოლოს გაზქურას 2-3 წუთით მაქსიმუმამდე აუწიეთ და შებრაწეთ ხორცი, თან მუდმივად ურიეთ.

პარალელურად ტკბილი ფერადი წიწაკები დაჭერით გრძლად, მოაყარეთ მარილი, მოასხით ცოტა ზეთი, მოათავსეთ ფოლგაზე და შედგით 220 გრადუსამდე გახურებულ აირღუმელში 12-15 წუთის განმავლობაში. გამომცხვარი წიწაკები გადაიტანეთ ჭურჭელში, მოასხით 3 ს.კ. ვაშლის ძმარი, 1 ს.კ. სოიოს სოუსი და გააჩერეთ 10 წუთი.

ხახვთან და ნიორთან ერთად შემწვარ ხორცს მოაყარეთ ტკბილი წიწაკები, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი და ქინძი.