Time-მა წლის ადამიანად გრეტა ტუნბერგი დაასახელა

Time-მა წლის ადამიანად გრეტა ტუნბერგი დაასახელა

16 წლის შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი Time-მა წლის ადამიანად დაასახელა.

პოლიტიკოსებიდან სიაში იყვნენ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი, ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი და ახალი ზელანდიის პრემიერი ჯასინდა არდერნი.

შორთლისტში ასევე იყვნენ Facebook-ის დამაარსებელი მარკ ცუკერბერკი, 16 წლის შვედი ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი, ამერიკელი ფეხბურთელი მეგან რაპინო, CIA-ს საიდუმლო წყარო, რომლის საფუძველზე ტრამპის იმპიჩმენტი დაიწყო, ტრამპის პირადი ადვოკატი რუდოლფ ჯულიანი და ჰონგ-კონგის აქციის მონაწილეები.

ტუნბერგმა პოპულარობა 2018 წელს სტოკჰოლმის პარლამენტის წინ აქცია-გაფიცვის წყალობით მოიპოვა. ის აცხადებდა, რომ პარასკეობით სკოლაში არ ივლიდა, სანამ ხელისუფლება კლიმატის შეთანხმების დაცვას არ დაიწყებს. ოქტომბრის ბოლოს მან გარემოს დაცვის ჩრდილოეთის საბჭოს პრემიის მიღებაზე უარი თქვა.