აშშ-ში, ნიუ-ჯერსის შტატ ქალაქ ჯერსი-სიტიში მომხდარი თავდასხმა, რომლის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა, სავარაუდოდ ანტისემიტიზმს უკავშირდება. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ დაიწყო, როცა ორმა ეჭვმიტანილმა სასაფლაოზე მათთან მიახლოებული პოლიციელი მოკლეს. ამის შემდეგ ისინი ებრაულ სუპერმარკეტში შეიჭრნენ, მაღაზიაში მყოფი სამი ადამიანი მოკლეს და პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს. ორმხრივი სროლის შედეგად სამართალდამცველებმა თავდამსხმელები მოკლეს.
პოლიციის ცნობით, თავდამსხმელებმა ებრაული მაღაზია განგებ შეარჩიეს. სამართალდამცველებმა მათი ვინაობა ჯერ არ გაასაჯაროვეს, თუმცა ამერიკულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ეს დევიდ ანდერსონი და ფრანსინ გრემი იყვნენ. ანდერსონი მოძრაობა „Black Hebrew Israelite“-ის წევრი იყო, რომლებიც საკუთარი თავები ძველი ებრაელების ჭეშმარიტ შთამომავლებად მიაჩნიათ. ერთ-ერთი თავდამსხმელი კი ინციდენტამდე სოციალურ ქსელში ანტისემიტურ განცხადებებს აკეთებდა.
ჯერსი-სიტის მერმა Twitter-ზე დაწერა, რომ ქალაქში სიძულვილის და ანტისემიტიზმის ადგილი არ არის.
ნიუ-ჯერსიში სროლა დღეს დილით მოხდა. შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაიჭრა.