აშშ-მა თურქეთს შესაძლოა იარაღის მიწოდებაზე სანქციები დაუწესოს

აშშ-მა თურქეთს შესაძლოა იარაღის მიწოდებაზე სანქციები დაუწესოს

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. ტექსტი, აშშ-ის კონგრესის გვერდზე ხელმისაწვდომი.

კანონპროექტში თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება რუსული „ეს-400-ების“ შეძენას და სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ჩატარებულ ოპერაციას უკავშირდება.

კანონპროექტის თანახმად, აშშ-ში თურქეთს იარაღს შეზღუდვებით მიჰყიდის. სანქციები შეეხება თავდაცვის და ფინანსთა მინისტრს. ასევე თურქეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელს. ამის გარდა განსაზღვრულია შეზღუდვები იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც თურქეთს სირიასთან კონფლიქტში იარაღს აწვდიან.

კანონპროექტი აშშ-ის სენატმა და წარმომადგენლობითმა პალატამ უნდა დაუჭიროს მხარი, რის შემდეგაც ხელმოსაწერად აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გადაეგზავნება.