დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია

დიდ ბრიტანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია

დიდ ბრიტანეთში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 07:00 საათზე გაიხსნება და 22:00 საათზე დაიხურება.

წინასწარი გამოკითხვებით, პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის „კონსერვატიული პარტია“ ლიდერობს. კონსერვატორებს მცირედი სხვაობით ჩამორჩებიან „ლეიბორისტები“.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის გადაწყვეტილება ბორის ჯონსონმა მას შემდეგ მიიღო, რაც Bრეხიტ-ის განხორციელება დათქმულ ვადაში, 31 ოქტომბრამდე ვერ შეძლო.