რუსეთმა 2 გერმანელი დიოლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ადგილობივი მედიის ცნობით, ამ საკითხთან დაკავშირებით გერმანიის ელჩი რუსეთის საგარეო უწყებაში დაიბარეს.
4 დეკემბერს, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, გერმანიიდან 2 რუსი დიპლომატი გააძევეს. მოსკოვმა საპახუსო ზომა სწორედ ამ ფაქტთან დაკავშირებით მიიღო.
მანამდე გამოცემა Bellingcat-მა ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გაარკვია რუსეთის მოქალაქის ვინაობა, რომელმაც რამდენიმე თვის წინ ბერლინში საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი მოკლა.
Spiegel-თან, The Insider-თან და Dossier Center-თან ერთად ჩატარებულმა გამოძიებამ აჩვენა, რომ ხანგოშვილის მკვლელის ნამდვილი სახელი ვადიმ კრასიკოვია. ის გერმანიაში 49 წლის ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული პასპორტით ჩავიდა.
ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 23 აგვისტოს მოკლეს. ბერლინის პოლიციამ მკვლელობის ბრალდებით რუსეთის 48 წლის მოქალაქე დააკავა, რომლის ნამდვილი ვინაობაც დღემდე უცნობია.
WSJ-ის ინფორმაციით, აშშ-ის მთავრობის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ ბერლინში ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთმა შეუკვეთა. ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახმა გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.
10 დეკემბერს ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ბერლინში მოკლული ჩეჩენი საველე მეთაური ზელიმხან ხანგოშვილი მოსკოვის მეტროში მომხდარი აფეთქებების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.