ინგრედიენტები
საქონლის ხორცის ფარში - 700 გ
კვერცხი - 2 ცალი
ზეთი - 3 ს/კ
პაპრიკა - 1 ჩ/კ
საფანელი
მარილი და პილპილი
ოხრახუში - 10 გ
ხახვი - 1 თავი
ნიორი - 3 კბილი
კოწახურის მარცვლები - 2 ს/კ
ხმელი ორეგანო - 1 ჩ/კ
საქონლის ხორცის ბულიონი - 200 მლ
მომზადების წესები
გაფცქვენით და დაჭერით წმინდად ხახვი და ნიორი, გადაიტანეთ ბლენფერში და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
გარეცხეთ, შეამშრალეთ და დაჭერით წმინდად ოხრახუში.
ღრმა ჯამში აურიეთ საქონლის ხორცის ფარში, კვერცხთან, დაბლენდერებულ ხახვთან და ნიორთან, ბარბარისთან, ორეგანოსთან, პაპრიკასთან, ოხრახუშთან, მარილთან და პილპილთან ერთად. ყველაფერი კარგად აურიეთ.
დაისველეთ ხელები ცივ წყალში და გააკეთეთ მიღებული ფარშისგან კატლეტები. ამოავლეთ საფანელში და შეწვით ტაფაზე გახურებულ ზეთში ორივე მხრიდან.
ჩამოაცვით კატლეტები ხის ჩხირებზე და მოათავსეთ გამოსაცხობ ფირფიტაზე. დაასხით ხორცის ბულინი და მოათვსეთ 190 გრადუსზე გახურებულ თუმელში 25 წუთით.
როცა კალტები მზად იქნება, ფრთხილად მოაცალეთ ხის ჩხირები, გადაიტანეთ თეფშზე და მიიტანეთ სუფრასთან სასურველ გარნირთან ერთად.