გრილზე შემწვარი ქათმის ფილე კალიფორნიულად

გრილზე შემწვარი ქათმის ფილე კალიფორნიულად

ინგრედიენტები

ძმარი ბალზამიკო - 1 ჭიქა

თაფლი - 2 ს/კ

იტალიური სუნელები (ორეგანო, როზმარინი, ბაზილიკი) - 1 ს/კ

ნივრის ფხვნილი - 1 ჩ/კ

ზეითუნის ზეთი - 1/2 ჭიქა

მარილი და პილპილი - გემოვნებით

ქათმის ფილე - 4 ცალი

მოცარელას ფირფიტები - 4 ცალი

ავოკადო - 4 ნაჭერი

პომიდორი - 1 ცალი

კრემ-ბალზამიკო - მოსასხმელად

ნედლი ბაზილიკი - მოსაყრელად

მომზადების წესები

თავდაპირველად მოამზადეთ მარინადი: ჯამში ჩაასხით ბალზამიკოს ძმარი (მუქი), დაუმატეთ თაფლი, ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი, ნივრის ფხვნილი, იტალიური სანელებლების მიქსი. ჩადეთ ქათმის ფილე მარინადში და გააჩერეთ 20 წუთი.

შემდეგ შეწვით ორივე მხრიდან ფილე გრილზე 6-6 წუთის განმავლობაში. შემწვარ ფილეს დაადეთ ჯერ მოცარელას ფირფიტა, შემდეგ ავოკადოს ნაჭერი, ბოლოს პომიდვრის ნაჭერი და შეწვით გრილზე კიდევ 2 წუთის განმავლობაში.

გადმოიღეთ თეფშზე შემწვარი ფილე, მოასხით კრემი ბალზამიკო და მოაყარეთ დაჭრილი ქორფა ბაზილიკი, ან შაშკვლავი.