მერილენდის შტატში, უძრავი ქონების დეველოპერულმა კომპანიამ საშობაოდ თანამშრომლებზე ბონუსის სახით ჯამში 10 მილიონი დოლარი დაარიგა. თანხა 198 თანამშრომელზე გადანაწილდა. ამის შესახებ ინფორმაციას The New York Post-ი ავრცელებს.
კომპანიის დამფუძნებლის, ედვარდ სანტ ჯონის თქმით, თითოეული თანამშრომელი პრემიის შესაბამისს ოდენობას დაკავებული თანამდებობის მიხედვით მიიღებს, თუმცა საშუალოდ პრემია 50 ათასი დოლარი იქნება, გარკვეული თანამდებობის მქონე თანამშრომლები კი 250 ათას დოლარს მიიღებენ.
კომპანიის ხელმძღვანელმა თანამშრომლებს წვეულებაზე ბარათები გადასცა, რომელშიც იყო ანგარიშის ნომრები დარიცხული პრემიებით.