ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აშშ-ის პრეზიდენტს შეხვდა. დონალდ ტრამპმა სერგეი ლავროვი თეთრ სახლში მიიღო.
მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა, რომ რუს მინისტრთან შეხვედრა „ძალიან კარგი“ იყო.
თეთრი სახლის ლიდერის განმარტებით, მათ ისეთი საკითხები განიხილეს, როგორებიცაა კონტროლი ბირთვულ იარაღზე, არჩევნებში ჩარევა, ვაჭრობა, აგრეთვე ირანისა და ჩრდილოეთ კორეის საკითხები. „ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი დიალოგი მალე გაგრძელდება“- წერს ტრამპი.
ტრამპთან შეხვედრამდე ლავროვმა მოლაპარაკებები თავის ამერიკელ კოლეგა მაიკ პომპეოსთან გამართა.