აშშ 2020 წლის გაზაფხულზე ევროპაში „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ყველაზე დიდი სამხედრო სწავლების ჩატარებას გეგმავს. როგორც Deutsche Welle წერს, ამის შესახებ ამერიკელმა გენერალ-მაიორმა ბერი სიგუინმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი განმარტებით, წვრთნის ცენტრი, რომლის ფარგლებში ევროპაში 20 000 ამერიკელი სამხედრო ჩავა, გერმანია იქნება. გეგმის თანახმად, ამერიკელი სამხედროები ატლანტის ოკეანის გავლით ბელგიასა და ნიდერლანდებში ჩავლენ, შედეგ კი ისინი პოლონეთსა და ნატოს აღმოსავლეთ საზღვრების გასწვრივ განლაგდებიან.
სულ სამხედრო სწავლებაში 37 000 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. მის მიზანს რუსეთის გაფრთხილება წარმოადგენს.
ნოემბერში ლიეტუვაში ნატოს ორკვირიანი წვრთნა გაიმართა, რომელშიც ალიანსის 11 ქვეყნიდან დაახლოებით 4000 სამხედრო მონაწილეობდა.