სენდვიჩი ქათმის ხორცითა და ბარდით

სენდვიჩი ქათმის ხორცითა და ბარდით

ინგრედიენტები

რუხი პურის ფუნთუშა - 1 ცალი

სალათის ფოთოლი - 2 ცალი

მოხარშული ან შემწვარი ქათმის ხორცი - 3 პატარა ნაჭერი

ბარდა, კონსერვირებული - 1 ს/კ

არაჟანი - 1-2 ჩ/კ

კეტჩუპი

მარილი და პილპილი

მომზადების წესები

არაჟანში ავურიოთ მარილი, პილპილი და ბარდა, ავსრისოთ ჩანგლით.

პური გავჭრათ, დავაფინოთ სალათის ფოთლები.

წავუსვათ მომზადებული მასა, დავაწყოთ ქათმის ხორცის ნაჭრები და მოვასხათ კეტჩუპი.