ჩეხეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში სროლას ბოლო მონაცემებით 6 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
შემთხვევა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ოსტრავაში მოხდა. დამნაშავემ, რომელმაც მიმალვა მოახერხა, ცეცხლი საავადმყოფოს ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში გახსნა.
პოლიციამ თავდამსხმელის ფოტო გამოაქვეყნა. დანაშაულის მოტივი უცნობია.