ქეთა თოფურია - „გაშიშვლების წინააღმდეგი ვარ“

ქეთა თოფურია - „გაშიშვლების წინააღმდეგი ვარ“

თბილისში მომღერლებმა და მოდელებმა გახდა დაიწყეს!

ნინა წკრიალაშვილმა და ქეთი ყიფშიძემ გაიხადეს და მათი ფოტოებით დამშვენებული „პლეიბოის“ გაყიდვას ინგა გრიგოლიას „რე-აქციამაც“ შეუწყო ხელი... რუსეთში კი „სპიდ - ინფოს“ მორიგი ნომერი გამოვიდა და ბედის ირონიაა, ალბათ... ყდიდან მკერდ - მოშიშვლებული ქეთა თოფურია გვიღიმის...

შეიძლება ბევრისთვის არც იყო ეს ფაქტი დაუჯერებელი და წარმოუდგენელი, მაგრამ ქეთა თოფურიას მოსკოვში იმ იმედით დავურეკეთ, რომ ის მაინც უარყოფდა ფოტოს ორიგინალობას და, აკი, არც შეცმცდარვართ:

ქეთა, თბილისშიპლეიბოიგამოვიდა, ხოლო მოსკოვში ქეთამ გაიხადა...

- აუ, რა „გაახურეს“ ამ მონტაჟებით!

გასაგებია შენი პოზიცია... მაგრამ, რას ეძახი მონტაჟს - მკერდი არაა შენი თუ მკერდის ზომა?

- საერთოდ მონტაჟია ეგ ფოტო. მონტაჟია ის, რომ მიგამონტაჟებენ.

ანუ...

- ანუ რა, რა გჭირს? ანუ მე, ქეთა თოფურიას, არ გამიხდია!

ძალიან კარგი! ვფიქრობ, შენი ამომწურავი პასუხით კმაყოფილი დარჩება ქართველი მკითხველი... მაინც მინდა, დავაკონკრეტოთ... ქეთა თოფურიას თავი მიუმონტაჟეს ვიღაც რუსისნაშას“?

- ალბათ, თორემ მე რომ მასეთი არ ვარ, კი ვიცი!

ყური მოვკარი, თითქოს-სტუდიოსარჩელის შეტანას აპირებდასპიდ - ინფოსწინააღმდეგ... რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია რეალობას?

- არა, არა. იცით, რა არის? მაგაზეც იყო საუბარი, მაგრამ გადავწყვიტეთ, რომ თემა აღარ გავაღვივოთ... მოსკოვში მსგავსი რაღაცეები ჩვეულებრივი მოვლენაა. თბილისშია მიუღებელი, თორემ, აქ არც აქცევენ ყურადღებას ასეთ რაღაცეებს...

ქეთა, თბილისშიპლეიბოიგამოვიდა ნინა წკრიალაშვილისა და ქეთი ყიფშიძის შიშვლად გადაღებული ფოტოებით. შენი დამონტაჟებული ფოტოებისგან განსხვავებით, მათ ნამდვილად გაიხადეს და ფოტოსესიაც გადაიღეს. შენ რამდენად მიესალმები ცნობილი ადამიანების გაშიშვლებული ფოტოების გამოქვეყნებას?

- საერთოდ, მე, პირადად, წინააღმდეგი ვარ, როცა მთლიანად იხდის მომღერალი. ვისაც სჭირდება და ვინც თავის თავს ყიდის, ის იხდის კიდეც. „ვიაგრა“ ეგრე არ არის? ვერ მღერიან და სიშიშვლით მოიპოვეს პოპულარობა! ეს ახალი ამბავი არ არის და არც მე ვარ პირველი, ვინც ამას ამბობს!

საქართველოში ვინ ვერ მღერის, ვინც შეიძლება რომ გაიხადოს...

- არიან, არიან. მათ, ალბათ, მოსწონთ საკუთარი ფიგურა და... მათი ნებაა! მე, პირადად, წინააღმდეგი ვარ!

ქეთა, რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ქეთა თოფურიამ გაიხადოს? რამდენი უნდა გადაგიხადონ ან რა უნდა შემოგთავაზონ?

- ფეხმძიმედ უნდა ვიყო!

რაა?

- ფეხმძიმედ უნდა ვიყო. მუცლით რომ ვიქნები, მინდა დაჩრდილული, სილუეტური ფოტოსესიის გადაღება, რომელიც ესთეტიკური იქნება და არა პორნოგრაფიული!

ისე, გაქვს გაშიშვლების სურვილი?

- რა სისულელეა. მე გაშიშვლების სურვილი არა მაქვს! თუ მექნება, ყოველ შემთხვევაში, არც დავმალავ!

ჯგუფის დანარჩენი წევრები რას ამბობენ?

- არაფერს. ფეხებზე ჰკიდიათ!

თქვენ ასე ზერელედ ეკიდებით პრესაში დაბეჭდილ ფოტოებს?

- მოსკოვისთვის არაფერს ნიშნავს დამონტაჟებული ფოტოების გამოქვეყნება! არ ღირს გამწვავება და ნერვების შლა. არ ვღელავთ, არა!