ტორტი

ტორტი "ზღაპარი" - უნაზესი და დაუვიწყარი გემოთი

ინგრედიენტები

კრემი:

სოდა - 1.5 ჩ.კ

კარაქი - 100 გ

თაფლი - 100 გ

კვერცხი - 2

შაქარი - 200 გ

ფქვილი - 500-550 გ

შესქელებული რძე - 400 გ

დარბილებული კარაქი - 200 გ

არაჟანი - 200 გ

მომზადების წესები

ათქვიფეთ შაქარი და კვერცხი.

გაადნეთ კარაქი და თაფლი. დაამატეთ სოდა და დატოვეტ დაბალ ცეცხლზე სანამ ლამაზ კარამელის ფერს არ მიიღებს. ხშირად ურიეთ და ფრთხილად - არ დაიწვას. გადმოდგით, ცოტა შეაგრილეთ და შეათქვიფეთ კვერცხის მასას.

დაამატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.

მიღებული ცომი გაყავით 6-9 პატარა გუნდად (ბევრი თხელი ფენა უფრო ლამაზად ჩანს ტორტში და უფრო ნაზიც გამოდის). გააბრტყელეთ ძალიან თხლად მრგვალი ან ოთხკუთხედი ფორმით. გამოაცხეთ ქაღალდჩაფენილ ტაფაში, 170 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, 3-4 წუთი. როგორც კი ლამაზ ოქროსფერს მიიღებს, საკმარისია.

ყველა ფირფიტას, ჯერ ისევ თბილს, ტრაფარეტის ან თეფშის დახმარებით თანაბრად ჩამოაჭერით გვერდები. დაფქვით და შეინახეთ მოსართავად.

მოამზადეთ კრემი: ათქვიფეთ კარაქი და შესქელებული რძე (თეთრია ან მოხარშული, სურვილის მიხედვით). შეათქვიფეთ არაჟანი და ვანილი. კრემის ყველა ინგრედიენტი უნდა იყოს ერთი ტემპერატურის.

ყველა ფირფიტას გადაუსვით კრემის თხელი ფენა, ბოლო ფირფიტას კრემის შემდეგ მოაყარეთ ნაფხვენები. შეიძლება მორთოთ შოკოლადის მინანქრით ან ბურბუშელითაც. ნამცხვარი დაჭერით მხოლოდ რამოდენიმე საათის შემდეგ, როცა კრემი კარგად გაუჯდება და დარბილდება.