ბლინები ძროხის ხორცის სამეფო ფარშით

ბლინები ძროხის ხორცის სამეფო ფარშით

ინგრედიენტები

შაქარი - ნახევარი ს/კ

კვერცხი - 3 ცალი

ხახვი - 2 თავი

რძე - 0,5 ლ

საქონლის ფარში - 300 გ

მარილი - 1/4 ჩ/კ

კარაქი

ზეთი - 1 ს/კ

მარილი და პილპილი

ფქვილი - 0,5 ჩ/ჭ

მომზადების წესები

კვერცხი ათქვიფეთ მარილსა და შაქართან ერთად. დაუმატეთ ნახევარი ჭიქა რძე და კვლავ ათქვიფეთ. ჩაყარეთ ფქვილი და ათქვიფეთ ერთგვაროვან მასას არ მიიიღებთ.

კარგად გაახურეთ ტაფა, წაუსვით ცხიმი და დაასხით ცომი თხელ, თანაბარ ფენად.

შეწვით თითოეული ბლინი ორივე მხრიდან. წაუსვით გამომცხვარ ბლინებს კარაქი.

დაჭერით წმინდად ხახვი და მოხრაკეთ კარაქში.

დაუმატეთ ფაში, მარილი, პილპილი და ხრაკეთ 10-15 წუთი.

თითოეულ ბლინში ჩდეთ ხორცის გულსართი, დაკეცეთ კონვერტივით და შეწვით ორივე მხრიდან.

ბლინები სუფრასთან შეგიძლიათ ბოსტნეულთან ერთად მიიტანოთ.