ახალ ზელანდიაში „თეთრ კუნძულზე“ ვულკანი გააქტიურდა. ვულკანის ამოფრქვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა, თუმცა მსხვერპლთა რაოდენობის ზრდას ელოდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ვულკანის ამოფრქვევა ადგილობრივი დროით 2:30 საათზე დაიწყო. დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია. ვულკანის ამოფრქვევისას „თეთრ კუნძულზე“ სავარაუდოდ 100-მდე ადამიანი იმყოფებოდა, დაშავებულთა უმრავლესობა ტურისტია.