ინგრედიენტები
შაქარი - 1 ჭიქა
კვერცხი - ზემოდან წასასმელად
გულსართი
ვანილი
ფქვილი - 2.5-3 ჭიქა
სოდა - 1 ჩ.კ
კარაქი ან მარგარინი - 250 გ
არაჟანი - 1 ჭიქა
ფქვილი - 1 ჭიქა
კარაქი ან მარგარინი - 150 გ
ვანილი
მომზადების წესები
ცივი კარაქი გავხეხოთ (250 გ ცალკე და 150 გ ცალკე) .
არაჟანს დავამატოთ სოდა, შემდეგ კარაქი, მწიკვი მარილი, ვანილი და ფქვილი. ავურიოთ ისე, რომ ფქვილი და კარაქი შეერიოს. მიღებული რბილი ცომი ორად გავყოთ და მაცივარში შევდოთ.
დარჩენილ 150 გ კარაქს დავამატოთ შაქარი, ფქვილი და ვანილი, ავურიოთ.
გავაბრტყელოთ ცომი თხლად, მოვაყაროთ გულსართის ნახევარი, გადავახვიოთ რულეტივით, მჭიდროდ და დავჭრათ 2-2.5 სმ ნაჭრებად. დავალაგოთ ქაღალდჩაფენილ ტაფაზე, გადავუსვათ ათქვეფილი კვერცხი და მოვაყაროთ ცოტა შაქარი.
ცხვება 180 გრადუსზე 20-30 წუთი.