ფლორიდის შტატის ქალაქ პენსაკოლაში მდებარე სამხედრო-საზღვაო ბაზაზე სროლას მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ცეცხლი დაუდგენელმა პირმა გახსნა, რასაც 1 ადამიანი ემსხვერპლა, 7 კი დაიჭრა. თავდამსხმელი მოკლულია. სხვა დეტალები უცნობია.
ამ ბაზაზე 16 000 სამხედრო და 7400 სამოქალაქო სპეციალისტი მსახურობს. ბაზაზე მდებარეობს აგრეთვე საზღვაო სამხედრო ავიაციის ეროვნული მუზეუმი, რომელიც ტურისტებში პოპულარობით სარგებლობს.