ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ლონდონში, ნატოს სამიტზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა, რა დროსაც ტრამპმა კიმ ჩენ ინს „ადამიანი-რაკეტა“ უწოდა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
„თუ ტრამპი კვლავ გამოიყენებს ისეთ სიტყვებს, რომლებიც დაძაბულობას გაზრდის, ეს შეიძლება მხოლოდ მის ჭკუასუსტ სიბერეს მივაწეროთ“, - აღნიშნულია ოფიციალური ფხენიანის განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ ლონდონში გამართულ ნატოს სამიტზე ტრამპმა კიმ ჩენ ინს „ადამიანი-რაკეტა“ უწოდა და განმარტა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს რაკეტების გაშვება ძალიან უყვარს.