გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აუშვიცში ვიზიტით პირველად ჩავიდა. BBC-ის ინფორმაციით, მერკელმა ღონისძიებაში პოლონეთის პრემიერმინისტრთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
გერმანიის კანცლერის ვიზიტი ანტისემიტიზმის ზრდის ფონზე, ბანაკის გათავისუფლებიდან 75-ე წლისთავის წინ იმართება.
მერკელი ასევე მივიდა კარიბჭესთან, წარწერით შრომა ათავისუფლებს“, „რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანული საკონცენტრაციო ბანაკების, მათ შორის აუშვიცის შესასვლელში იყო გაკრული.
მერკელი ე.წ. შავ კედელთან წუთიერი დუმილით გაჩერდა.
მერკელამდე აუშვიცს კანცლერები ჰელმუტ შმიდტი (1977წელს) და ჰელმუტ კოლი (1989-1995 წელს) სტუმრობდნენ. ამიტომ 24 წლის შემდეგ მერკელის პირველ ვიზიტს მედია განსაკუთრებით სიმბოლურს უწოდებს.
ყოფილი საკონცენტრაციო ბანაკი პოლონეთის ტერიტორიაზე მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ნაცისტური გერმანიის მიერ პოლონეთის დაპყრობის შემდეგ აშენდა. ეს იყო გერმანელების მიერ აგებული ყველაზე დიდი საკონცენტრაციო ბანაკი, რომელიც რამდენიმე ბანაკისგან შედგებოდა.