CNN: აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 7000-მდე ჯარისკაცს გაგზავნის

CNN: აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 7000-მდე ჯარისკაცს გაგზავნის

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო ახლო აღმოსავლეთში რამდენიმე ათასი ჯარისკაცის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს, რათა ირანის მიერ ერაყში მოკლე მანძილზე მფრინავი რაკეტების შეტანის შემდეგ რეგიონში საჰაერო უსაფრთხოება უზრუნველყოს. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ს პენტაგონის რამდენიმე თანამშრომელმა განუცხადა.

მათი თქმით, დიდი ალბათობით, რეგიონში დამატებით 4000-დან 7000-მდე ამერიკელი სამხედრო გაემგზავრება. პენტაგონში ფიქრობენ, რომ ირანული რაკეტები საფრთხეს უქმნიან ერაყში მყოფ ამერიკელ ჯარისკაცებს. გარდა ამისა, ერაყის ტერიტორიაზე რაკეტების გადაადგილების შემთხვევაში მათი მოქმედების არეალში საუდის არაბეთიც აღმოჩნდება.

ერაყში საპროტესტო აქციები პირველ ოქტომბერს დაიწყო. მოსახლეობა უმუშევრობის მაღალ მაჩვენებელს და საჯარო უწყებებში კორუფციას აპროტესტებდა. ამ დრომდე არეულობებისა და საპროტესტო აქციების შედეგად  400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 1000-ზე მეტი დაშავდა. აშშ-მა ერაყის ხელისუფლებას რიგგარეშე არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა. 1-ელ დეკემბერს პარლამენტმა ერაყის ​პრემიერმინისტრი ადელ აბდელ მაჰდი თანამდებობიდან გადააყენა.