პარიზში საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგეთა დემონსტრაციაზე 71 ადამიანი დააკავეს

პარიზში საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგეთა დემონსტრაციაზე 71 ადამიანი დააკავეს

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგეთა დემონსტრაციაზე 71 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

მისი ცნობით, დემონსტრაციები ქვეყნის 40 ქალაქში გაიმართა. ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციაზე 800 ათასზე მეტი ადამიანი გამოვიდა. რამდენიმე ქალაქში, მათ შორის პარიზში, ნანტში, ბორდოსა და რენში საპროტესტო აქციები მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებებში გადაიზარდა.

მოქალაქეები რეფორმას საყოველთაო გაფიცვითაც აპროტეს​ტებდნენ, რის გამოც პარიზში მუნიციპალური ტრანსპორტი პარალიზებულია, არ მუშაობს მეტრო და რკინიგზა, დახურულია ეიფელის კოშკი. საპროტესტო აქციები და გაფიცვა დღესაც არის დაგეგმილი.