თბილისის შემდეგ, დაპირისპირების კერა რეგიონებში ინაცვლებს. სახელმწიფო უწყებების დაბოქლომების პარალელურად, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ ოფისებთან იკრიბებიან და საპროტესტო ქციას მართავენ. მმართველი პარტიის მხარდამჭერების მხრიდან ოპოზიციის მისამართით ისმის სხვადასხვა სახის შეძახილები, შენობას ესვრიან კვერცხებს, ცოცხსა და პლასტმასის კასრებს. თბილისისგან განსხვავებით პროცესები უმართავ სახეს იძენს რეგიონებში, რაც რეალურად ხელს აძლევს „ნაციონალურ მოძრაობას“.
ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს სოციალური ქსელით ეხმაურება ქვეყნიდან გაქცეული ექს–პრეზიდენტი, რომლიც ამტკიცებს, რომ ივანიშვილის რეჟიმი იძირება და სურს ჩაძიროს საქართველოც. სააკაშვილი ღიად საუბრობს სამოქალაქო დაპირისპირებაზე, რომლის იმიტაციას, მისი თქმით, ივანიშვილი აკეთებს.
„2012 წლის არჩევნების შემდეგ, მასთან მქონდა რამდენიმე შეხვედრა და მეორე შეხვედრის დროს მითხრა, იცოდე ყველაფერზე წამსვლელი ვარო. მაშინ მე ბოლომდე ვერ მივხვდი რას გულისხმობდა, თან ახალი გამარჯვებული იყო საპარლამენტო არჩევნებში. მახსოვს, პარტიის ოფისში მოვყევი ეს ამბავი და სხვათა შორის გიგი უგულავამ თქვა, გადაეცი, თუ ეგ ყველაფერზე წამსვლელია, ჩვენც ყველაფერზე წავალთო.
მაშინ, სერიოზულად არ აღვიქვით, მაგრამ რუსულად რომ ვთქვათ, ეს კაცი არის ნადვილი „ბეზპრიძელშიკი“ – ყველაფერზე წამსვლელი. ბოლომდე გაკოტრებულ და შეშინებულ ივანიშვილს აღარაფერი აღარ შველის, არც მილიარდები და არც ხელისუფლება.
ახლა ხომ ყველასთვის საბოლოოდ გასაგები გახდა, რომ მას უნდა არეულობა და აწყობს დესტაბილიზაცია და ჩვენ არ უნდა მივცეთ ამის შესაძლებლობა. ახლა როგორც არასდროს, გვჭირდება სიმშვიდე, მაგრამ შეტევა, მშვიდი შეტევა მთელი ფრონტით. ჩვენ ვართ ძალიან ბევრი და ძალიან ძლიერები“, – ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
სააკაშვილის სურვილს, რომ სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიიყვანოს ქვეყანა, პრემიერ–მინისტრის განცხადებით, განხორციელება არ უწერია. როგორც გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ყველა, ვინც გაბედავს ან მოუწოდებს, ან გააღვივებს დაპირისპირებას, კანონის გარდა მორალური პასუხისმგებლობაც დაეკისრება. როგორც გახარიამ აღნიშნა, სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ადამიანები ცდილობენ ამ პოლიტიკურ, ემოციურად დაძაბულ პროცესში ახალგაზრდები ჩაითრიონ.
„რა თქმა უნდა, არანაირ სამოქალაქო დაპირისპირებაზე საუბარი არ არის და სახელმწიფო ამას არ დაუშვებს. მეორე – ძალადობაში ეჭვმიტანილი ყველა ფიგურანტი განურჩევლად უნდა იყოს დასჯილი, ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება. მესამე - კონტრაქცია, აქცია, ეს უკვე პოლიტიკური შეფასებებია და ყველა მხარე აძლევს თავისთვის საინტერესო და პოლიტიკურად მომგებიან შეფასებას. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ეს არის უაღრესად ემოციური ფონი, ემოციური ფონის გამომწვევი მიზეზები კი არის ბევრი რამ. პირველ რიგში, ის, რომ პოლიტიკური პროცესი პარლამენტში კი არ მიმდინარეობს, მიმდინარეობს ქუჩაში. სამწუხაროდ, უპასუხისმგებლო ადამიანები ცდილობენ ამ პოლიტიკურ, ემოციურად დაძაბულ პროცესში ჩაითრიონ ახალგაზრდები და არ დაგვავიწყდეს არავის, რომ ეს ახალგაზრდები დღეს შეიძლება ერთმანეთთან ოპონირებენ, მაგრამ ხვალ ამ ხალხმა უნდა ააშენოს ეს ქვეყანა. ყველა, ვინც გაბედავს ან მოუწოდებს, ან გააღვივებს ამ დაპირისპირებას, კანონის გარდა მორალური პასუხისმგებლობაც დაეკისრება დამრღვევს“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.
სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეს ვერ ვხედავს თბილისის მერი კახა კალაძე, რომლიც ყველას მოუწოდებს სიმშვიდისკენ. ამასთან კალაძის შეფასებით, ნონსენსია, როდესაც „ქართული ოცნების“ ოფისთან ოპოზიციის აქტივისტები პროტესტს გამოხატავენ და მმართველი პარტიის წევრებს ეკითხებიან, იქ რას აკეთებენ.
„პატარა დაპირისპირებები იყო. ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ. ეს ენერგია, რაც აქვს ყველა ადამიანს და ახალგაზრდას, მოვახმაროთ ჩვენს უკეთეს მომავალს, ქვეყნის განვითარებას და წინსვლას. ნონსენსია რასაც მეუბნებით, საუბრობთ იმაზე, „ქართული ოცნების“ აქტივისტები რატომ ჩაერთვნენ პროცესში. როდესაც „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მოდიხარ და აპროტესტებ, პარტიის წევრებს ეკითხებით რატომ ხართ აქ, ეს ნორმალური გგონიათ?
სირცხვილია და უხერხულია. აგრესიული ფორმაა ის, რაც ვნახეთ, მოსვლა პარტიის ოფისთან, წარწერების გაკეთება ოფისზე და ა.შ. ჩემთვის და ბევრი ჩემი თანაგუნდელისთვის მიუღებელია ეს დაპირისპირება და დესტრუქცია. არ აქვს მნიშვნელობა ვის რა მოსაზრება აქვს, მინდა ყველას მოვუწოდო სიმშვიდისკენ. ეს ენერგია ქვეყნის განვითარებას მივახმაროთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოში“ აცხადებენ, რომ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ნაცვლად, ხელისუფლება აორგანიზებს და ახალისებს ძალადობას. მათი განმარტებით, ეს მოვლენები არის არა მოქალაქეთა ჯგუფებს შორის განხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო გაჩენილი დაპირისპირება, არამედ ხელისუფლების მიერ მართული აგრესიული ჯგუფების ძალადობა, რომლის მიზანიც საზოგადოებაში არსებული პროტესტის ჩახშობა და დასჯაა.
„გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ აჩვენა ის სავალალო რეალობა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები მიტაცებულია მმართველი პარტიის მიერ. ადგილზე მყოფი პოლიციელები დანაშაულებრივ ფაქტებზე რეაგირების ნაცვლად, თავიანთი უმოქმედობით, ხელს უწყობდნენ ძალადობას. ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ მმართველი პარტია და მისი ლიდერი იქცნენ ქვეყანაში დესტაბილიზაციის წყაროდ. მათი მართვის სტილმა ქვეყანა უმძიმეს მდგომარეობამდე მიიყვანა. ახლა კი იმისთვისაც მზად არიან, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად ძალადობას გაუხსნან გზა. მივმართავთ ხელისუფლებას – არ მოგცემთ უფლებას, ჩაითრიოთ ქვეყანა არეულობასა და დაპირისპირებაში. კარგად გვახსოვს სამოქალაქო შუღლის და ერთმანეთის მიუღებლობის უმძიმესი ისტორიები“, – აცხადებენ „ლელოს“ წევრები.
„ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან საზოგადოებაში დაპირისპირების შემოტანის იმდენად დიდი სურვილია, რომ ვიცე–სპიკერის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი აღარ მალავს, სამოქალაქო დაპირისპირების სურვილს, რაც გია ვოლსკის განცხადებით, ქვეყანას დააზიანებს.
„აქეთა მხარეს უკიჟინებენ, რომ არანაირი რეაგირება იმ მოქმედებებზე არ მოახდინოს, რასაც ერთი მხარე აკეთებს. „ნაციონალურ მოძრაობას“ სტრატეგიული გეგმა გააჩნია, თუ როგორ მოხდეს საზოგადოებაში ასეთი სახის დაპირისპირებები. ამას არ უნდა ავყვეთ, ჩვენი გეგმა და ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის სახე ის ღონისძიებაა, რომელიც ორბელიანზე ჩატარდა და ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობას ეხება“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ბრალდებას უარყოფენ ოპოზიციაში. „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, დესტრუქციული ქმედების ნაცვლად, კონსტრუქციულ მოქმედებაზე გადავიდნენ.
„ქვეყანა დაიღალა ერთი და იგივე განცხადებებით თქვენი მხრიდან და მაქსიმალურად გთხოვთ გადახვიდეთ კონსტრუქციულ ვითარებაზე, იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა ნორმალურ სახელმწიფოში ცხოვრება, ჩვენ გვინდა საარჩევნო მოდელი, რომელიც ირჩევს ისეთ ხელისუფლებას, რომელიც ემსახურება ხალხს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
შექმნილი ვითარებიდან ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების ერთადერთი გამოსავალი „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, აქციების მშვიდობიანი, კონსტიტუციური ფორმით გაგრძელებაა. მისივე თქმით, ხელისუფლება ცდილობს, რომ მოახდინოს საზოგადოებაში დაპირისპირების იმიტირება ან მართლა შექმნას დაპირისპირება.
„ორივე არის ძალიან სახიფათო. დაპირისპირების იმიტირებას მართლა მოჰყვება ხოლმე რეალური საზოგადოებრივი დაპირისპირება. ამის საფუძველი და წინაპირობა დღეს არ არსებობს, ისინი ვინც აპროტესტებენ, მოქმედებენ ექსკლუზიურად მშვიდობიანი მეთოდებით და რასაც სახელმწიფო აკეთებს არის ის, რომ ისინი აკავებენ პროტესტში ჩართულ ახალგაზრდებს და არ აკავებენ არც ერთ მოძალადეს.
ეს არის ძალიან სახიფათო გზავნილი, რომ ივანიშვილმა დაყო საზოგადოება თავისიანებად და სხვისიანებად, თავისიანებს შეუძლიათ ყველაფერი გააკეთონ და სხვისიანებს აკავებს მშვიდობიანი პროტესტის გულისთვის“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.
სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეზე საუბრობენ ანალიტიკოსები, რომელთა შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ნაბიჯი სამოქალაქო დაპირისპირებისაკენ არის მიმართული. რამაზ საყვარელიძის განცხადებით, საფრთხე ძალიან რეალურია, რადგან აქამდე ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ ბულინგის რეჟიმში გადასულიყო პოლიტიკური ურთიერთობა და ყოველთვის ჩნდება საფრთხე.
„იმ სტილის დაპირისპირების დროს, რაც ნაციონალებს აქვთ, თავისთავად გაჩნდება სამოქალაქო დაპირისპირების რისკი. ამას დიდი ჩანაფიქრი არ სჭირდება. რა გზა აქვს ხელისუფლებას, რომ სამოქალაქო დაპირისპირება აიცილოს თავიდან? – ის, რაც გაკეთდა – თავის მომხრეებს გააგებინონ, რომ ეს გზა, რასაც ჰქვია კონტრაქცია, მათთვის მიუღებელია. ამის გაკეთება აუცილებელია და კარგად ახსნა იმისა, რატომ აძლევს ეს ყველაფერი ხელს „ნაციონალურ მოძრაობას“, – აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
მისივე შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელს აძლევს რაც უფრო მეტი ქაოსი იქნება ქვეყანაში, რადგან ამ ქაოსში უფრო მოხერხდება რევოლუციური სცენარის განხორციელება.
„რევოლუციური სცენარის განხორციელდება არა შეიარაღებული, არამედ სამოქალაქო დაპირისპირების გზით და რევოლუციური სცენარი რომელიც სახიფათოა, ხელსაყრელია ნაცებისთვის. პრაქტიკულად, ეს მთელს ქვეყანას გამოაცლის ნორმალური განვითარების გზას. სავარაუდოა, რომ ნაციონალების მიზანი არის მოვლენების ასეთი განვითრება, როდესაც ქყვენაში არ იქნება ნორმალური ცხოვრება“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, ჯერჯერობით ნაადრევია ლაპარაკი იმაზე, რომ ქვეყანა სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე დგას. მისი თქმით, ეს არის დაპირისპირება, როდესაც პოლიტაქტივები უპირისპირდებიან ერთმანეთს.
„ჯერჯერობით ამის ფარგლებშია, რაც ახალი არ არის ჩვენთვის. 30 წელია ყველა ხელისუფლების პირობებში ვუყურებთ რა და როგორ ხდებოდა. ამიტომ, პროცესები, ალბათ, გაგრძელდება. ალბათ, ორივე მხარე უნდა ეცადოს, რომ ვითარების ესკალაციამდე არ მივიდეს პროცესები და არ გადაიზარდოს მართლაც სამოქალაქო დაპირისპირებაში.
ხელისუფლებას გააჩნია ყველანაირი ბერკეტი, რომ მართოს ეს პროცესი. მას გააჩნია, როგორც ძალოვანი სტრუქტურები, ისე სახელმწიფო უწყებები, ფინანსები და ამიტომ, მნიშვნელოვანია რას გადაწყვეტს ხელისუფლება. ხელისუფლება განსაზღვრავდა ყოველთვის რა ეტაპზე ვიქნებოდით და ახლაც ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს. ხელისუფლებამ მშვენივრად იცის, ვინ არის ორგანიზატორი. თავის მხარდამჭერებს კი არ მოუწოდოს კონტრაქციაზე, არამედ აღკვეთოს მათი მონაწილეობა“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძემ.
ანალიტიკოს დავით ზარიდაშვილის განცხადებით, ცხადია, რომ პარტიების და პოლიტიკური პარტიების მხარდმაჭერები ქუჩაში ერთმანეთის პირისპირ არ უნდა დადგნენ. მისი თქმით, სამართალდმაცავების პირდაპირი მოვალეობაა, რომ არ დაუშვან ასეთი არეულობები, სამოქალაქო დაპირისპირება.
„არ შეიძლება პოლიტიკური დაძაბულობის გამო მოქალაქეები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. მაგრამ ნაცების ტაქტიკა არის გასაგები. მასობრივ არეულობას ვერ შექმნიან, მაგრამ წერტილოვანი აქცეიებით ცდილობენ, რაც შეიძლება დაძაბონ მდგომარეობა. მათი გამოსვლა ყოველთვის არის პროვოკაციული და უკურეაქციას იწვევს. ხელისუფლების ვალია, არ დაუშვას ეს პროცესები. როგორც კი იქნება წერტილოვანი აქცია, რომელიც გასცდება გამოხატვის თავისუფლებას და იქნება ძალადობის მაპროვიცირებელი, ადგილზე უნდა აღკვთონ სამართალდამცავებმა“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.
არც იმჩნევენ, უბრალოდ ვიდს იჭერენ, რომ ვითომც და არაფერი არ ხდება ----თორემ ,,ბრიყვს ტალახში ჩავარდნილი ურემი სახლში მიტანილი ჰქგონიაო,, ზედ გამოჭრილია ამათზე
ნაცებს გასაგებია ვისი და რისი იმედებიც ააქთ, მაგრამ ძაან მაინტერესებს, ამათ რისი იმედი აქვთ, რისი ან ვისი ?/
ან რომელი ვაჟკაცები ესენი არიან რომ ,,დასავლელი მეგობრების,, კულტურულ ლანძღვა--გინებას(ზეწოლას) დიდხანს გაუძლონ?? ვერა ხედავეენ რომ ეს მიშასგან(ჩერდაკში რომ ცხოვრობს) გამაძღარი ე.წ. დემოკრატიული დასავლეთი, იპოლიტე ხვიჩიას გმირივით, ერთი ხელის დაქნევაზე ნაცებთან სინხრონში კოლექტიურად რომ გნიასობეენ? ვერა ხვდებიააან ამ ევროპელი მეგობრების მუცლის ტკივილის ნამდვილ მიზეზეეებს?/
მაშ არ იციააან რომ ეგენი მიშას მეგობრები არიან (საქართველოში მათი ინტერესების შესანიშნავი გამტარებელი) და არა საქართველოსიიი?
ან არ იციააან ან ვერა ხვდებიააან, რომ ეგ დათვის მეგობრები ამ დებილებს აუცილებლად უმუხლთებეეენ ?/რისი იმედები ააქვთ, რისი?
ან მაგათგან წახალისებული ნაცები რომ ამათ ნორმალური არჩევნებს არ ჩაატარებინებეენ არც ეგ იციააან?
ეგენი ნებისმიერი წესით ჩატარებული არჩევნების შემთხვევაშიც კი ჯამში 10--15 კაცზე მეტს ვერ გაიყვანენ. ნაცებმა იციან რომ მომავალ
არჩევნებზე ეგენი პოლიტიკურად საბოლოოოდ დასამარდებოდნენ .... ამიტომ მაგათ არანაირი არჩევნები არ აწყობთ. იმიტომაც არიან შარზე--- ხელისუფლებაში მაგათი დაბრუნების ერთადერთი გზა მხოლოდ რევოლუცია და არეულობააა, იმიტომაც არიან ნაცები ამ დღეში
ეხლა ეგენი რომ გაჩერდნენ, ჩათვალეთ რომ ნაცები დაჟე არჩევნებამდე დასამარდებიან...
.. ხოოოდა მაგათ ეს რომ იციან, როგორ გგონიათ ეგენი გაჩერდებიააან??---- არც ერთ შემთხვევაში.... მაგათ ამ აყალმაყალის გარდა სხვა არაფერი დარჩენიათ...... ანუ ეგენი პატრონების ზურგის იმედად, მანამდე არ გაჩერდებიან, მანამ მომავალ არჩევნებში 30 კაცის გაყვანის გარანტიას არ მიიღებენ...გინდ პროპორციული დაუძახეთ, გინდ შერეული, გინდ გერმანული და გინდ აფრიკული....რაღაცას მაინც ჩაასწორებინებენ, ისე რომ იმ 30 კაცის გაყვანის გარანტიას მაინც მიიღებენ. ბოლო ბოლო იმ 30 კაცის გარანტიაზე ამათ ფიცს დაადებინებენ....
ხოოდა მითხარით ამ მართლა დებილებს, რაში სჭირდებოდათ ამ ბეზპიტიმინუტნი დასამარებელი ხალხის აყირავება--- გაცოცხლება??
ტრიალ მინდორზე შარს რაზე იკიდებენ? ჩაეტარებინათ რაც იყო ის არჩევნები ამას არა სჯობდააა?
არა რაააა.... ხალხმა რა დააშავა თორემ ამ ოცნებაზე მართლა ალალია მიშა...
თან ნაცები ეხლა ამათგან თუ მართლა დათმობებს მიიღებენ,... აი თქვენ მერე ნახეთ ნაცების აგულავება--გაცოცხლება ...იტყვიან აი რა მაგრები ვართ ოცნებას დავურხიეთ, ფეხებს ვერ მოგვჭამსო და......... უარეს და უარეს იზამენ.........ეს ძალით გაცოცხლებული და ენერგია მომატებული ნაცები, მომავალ არჩევნებზე თუ სასურველ შედეგს ვერ მიიღებენ, ამაზე უფრო დიდ აყალმაყალს ატეხენ. მით უმეტეს ეს მიშას დასავლელი მეგობრები მაგათ უფრო დაუჯერებენ, ვიდრე არგუმენტირებულად სახელ გატეხილ ოცნებას....
მოკლედ ესენი ძალად აძლევენ ნაცებს კოზირებს, ძალად ანუ ....ნაცებს ესენი მართლა ძალად აცოცხლებენ,,,,
პლიუს არბიტრებად სხვა ქვეყნის დიპლომატები რომ არიან, სწორედ ეგაა ჩვენი უბედურება,--- საკუთარს რომ სხვა გვიწყვეტს
იმიტომაცააა ბოკერია რომ რიხით გველაპარაკება---- გინდათ თუ არა ოცნებამ ობიექტურ, უფრო სწორად ნეიტრალურ, უცხოელ დიპლომატებს უნდა დაუჯეროსო----თავისიანების ნეიტრალურობის იმედი აქვს და იმიტომ ლაპარაკობს ასე რიხით .
არ გაიშვას მაგათი ობიექტურობა, ეგენი რა ობიექტურები და ნეიტრალურებიც არიან, მაგას ქართველი ხალხი უკვე 16 წელია გადასარევად ხედავს. სწორედ მაგათი დამსახურებით არიან გაჯეჯილებული ეს ნაც სექტა საქართველოში ..
ბიჯოოოოოოოო......................რამდენჯერღა ვთქვა ......როდის იყო, ან სად გაგონილა, რომ დამპყრობელ ქვეყანას, დაპყრობილ ქვეყანაში წესრიგი და სიმშვიდე აინტერესებდა?? ---მხოლოდ მონური მორჩილება და საქართველოში მათი ინტერესების გატარება,..... ესაა მაგათი აქ მოქმედების მთავარი მიზანი და ინტერესი.
მაგათ სუ დიშლაზე არ ჰკიდიაათ, საქართველოში წესრიგი და დალაგებული ცხოვრებააა?? პირიქით,.... რაც უფრო არეული იქნება საქართველოში სიტუაცია(ანუ კაცი რომ ვერ გაიგებს ვისი ვისსაშია), მაგათი ხეირი ისაა .... ანუ მღვრიე წყალში თევზი ადვილად იჭირება.......აი სუ ესაა მაგათი მოქმედების არსი. დააახლოებით აი ცხვარს რომ მოსამართლედ მგელი დაუნიშნეს, ზუსტად ისაა მაგათი ობიექტურობა
.... ყოველდღე მაგათგან რაღაც ხიმინდრობას და ჩათლახობას ველი, ეგენი არიააან ობიექტურებიიი???
ჰმმმ...........ობიექტურები და ნეიტრალურები---ხოოოდა ქუნემ მაგათი ობიექტურობა
იტყვიან რათაო .......
იმ მოლასი არ იყოს------იმიტომ იმიტომ!!!!
რადგანაც კონსტიტუციით, რომელიც სულ ახლახან 2017 წელს მივიღეთ, განსაზღვრულია არჩევნების ჩატარების შერეული სისტემა, 150 დეპუტატი, მათგან 73 მაჟორიტარი და 77 პარტიული სიით, არჩევნები 2020 წელს კონსტიტუციით განსაზღვრული წესით უნდა ჩატარდეს. ამას მოითხოვს საღი აზრიც და კონსტიტუციის როგორც უზენაესი კანონის პატივისცემა! ხოლო შემდგომ პერიოდში უნდა გაიმართოს სერიოზული მსჯელობა სრულად მაჟორიტარული სისტემის შემოღების შესახე, ეს მსჯელობა 2023 წლის ბოლოს, დეკემბერში უნდა დასრუდეს საყოველთაო, ს ა ვ ა ლ დ ე ბ უ ლ ო პლებისციტით! პლებისციტის შედეგების გათვალისწინებით 2024 წელს პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს საკონსტიტუციო ცვლილება! თუ არ დაამტკიცებს პრეზიდენტმა უნდა დაითხოვოს პარლამენტი და დანიშნოს ახალი არჩევნები კონსტიტუციური წესით!
შენ ჩემთვის ძაან აქტუალურ და მტკივნეულ თემას შეეხე...ხშირად ვწერ ხოლმე აქ მაგ თემაზე
დიახაც.....რუსთაველზე სწორედ ის გენია, ის ჩვენი წაბილწული გენი, რომელიც საუკუნეების მანძილზე დაგროვდა ერში--- ძალიან ბევრმა დამპყრობელმა წაგვიბილწა გენი
...შენ სისხლო ჩემო სად არ დაღვრილო..............ჯამიდან ჯამში, ხაპიდან ხაპში, რყვნიდნენ და ღვრიდნენ, ღვრიდნენ და რყვნიდნენ.........ხომ გახსოვს მუხრანის ეს ლექსი?
ეგრეა......ბევრი აქვს ქართულ სისხლს გადატანილი, ძალიან ბევრი....ჰოოდა იბილწებოდა ქართული სისხლი, ქართული გენი, რა გიკვირს??
რომელი დამპრობელი იზრუნებს დაპყრობილი ერის მორალ---ზნეობის გამოკეთებაზე?? პირიქით რაც უფრო ძააან წაიბილწება დაპყრობილი ერის მორალ-ზნეობა მისი ხეირი ისაა, უფრო ადვილად გაატარებს თავის ინტერესებს, თავის სახეიროდ უფრო ადვილად დაიყოლიებს იმ ხალხს მოღალატეობაზე და ა.შ. .....
მაგ თემაზე აკაკი ბაქრაძის ნაწერებიდან ხშირად მომყავს ხოლმე აქ მაგალითები...
ამბობდა ---- ერის ზნეობას და მორალს პერიოდულად გასუფთავება---გამოწმენდა უნდაო. ერზე მზრუნველმა ხელისუფალმა ერის ზნეობის და მორალის გასუფთავებაზე უნდა იზრუნოსო. მერე ერს ბოთლში ჩასხმულ სუფთა ღვინოს ადარებდა--ამბობდა რა გინდ სუფთა ღვინო იყოს, დროთა განმავლობაში ფსკერზე მაინც ლექი უჩნდება და თუ ის ლექი ღვინოს არ მოაშორეს, არ გამოაცალეს, ღვინო ფუჭდებაო.. ასეა ერიცო ....
მერე დავით აღმასენებელზე ყვებოდა, თუ როგორ გამოაჯანმრთელა ერში ზნეობა და მორალი (ანუ გენიც) კიდევ ვახტანგ მეექვსის სამართლის წიგნზე.... მერე კიდევ ზღვის ღელვაზე ყვებოდა ხოლმე----ზღვის ღელვის დროს ზღვაში(ანუ ერში) დაგროვებული ნაგავი, ღელვას სუ ზედაპირზე ამოაქვსო.... ასეა ეხლაცო (მხედრიონის პერიოდზე ამბობდა)
და ასეა დღესაც!!!
ანუ ის ნაგავი თუ არ მოშორდება ერს, სუ ასე განმეორდება ყოველთვის