რუსეთის პრეზიდენტი ნატოს გაფართოებას კვლავ საფრთხედ მიიჩნევს. ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა სამხედრო ჩინოსნებთან შეხვედრაზე განაცხადა. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
„საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს. ვარშავის პაქტი არ არსებობს. სამხედრო კოალიცია, რომელიც შეიქმნა ნატოს საპირწონედ, არ არსებობს, თუმცა ნატო მაინც არსებობს და ვითარდება. ნატოს გაფართოება და მისი სამხედრო ინფრასტრუქტურის განლაგება რუსეთი საზღვრების სიახლოვეს არის ერთ-ერთი პოტენციური საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის,“-აღნიშნა პუტინმა.
ლონდონში ნატოს საიუბილეო სამიტი იმართება. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაარსებიდან 70 წელი გავიდა.