ფილიპინებზე ტაიფუნს 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი იტყობინება.
ტაიფუნი „კამური“ ქვეყანის სამხრეთ რეგიონებს დაატყდა თავს. სტიქიამ ყველაზე დიდი ზარალი ბიკოლის რეგიონს მიაყენა. სტიქიური უბედურების ზონიდან 345 ათასამდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ძლიერი ქარიშხლის გამო ასობით ავიარეისი გადაიდო.