„ტიტუშკები“, „მონები“, ბოთლები, ცოცხები, კვერცხები - ამ დღეებში დაპირისპირების ეპიცენტრი ხან მცხეთა იყო, ხან ქობულეთი, ხან ქუთაისი, ხან თბილისი. ოპოზიციისა თუ მმართველი პარტიის აქტივისტები ერთმანეთს მონდომებით ლანძღავდნენ და გამეტებით ურტყამდნენ, აქციებმა და კონტრაქციებმა მოიცვა მთელი საქართველო.
ოპოზიცია ირწმუნება, რომ ხელისუფლებას სამოქალაქო დაპირისპირებამდე მიჰყავს საქმე. ასე რომ არ იყოს, მაშინ მმართველი გუნდი არ დაგეგმავდა კონტრაქციებს, რომლის მონაწილენიც სპეციალურად არიან ჩამოყვანილნი რაიონებიდან. ხელისუფლება კი უკვე მერამდენედ ოპოზიციის მავნებლობასა და დესტრუქციულობაზე საუბრობს.
ვის აწყობს პოლიტიკური ტემპერატურის მატება და რატომ ითბობს ამით ხელს თანაბრად ოპოზიციაც და პოზიციაც?! ამის შესახებ For.ge-ს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ესაუბრა.
ბოლო ორი დღეა, დაპირისპირების ეპიცენტრად იქცა მცხეთა, იგივე პროცესებია საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. იკვეთება თუ არა სამოქალაქო დაპირისპირების კონტურები, რაც ჩვენ უკვე არაერთხელ გავიარეთ დამოუკიდებელობის პერიოდიდან მოყოლებული?
- სამწუხაროდ, ის რაც დღეს ხდება, ჩვენთვის სიახლეს არ წარმოადგენს და უკვე 30 წელია, იგივე მეორდება. თავის დროზე, ზვიად გამსახურდიას დროს, დაპირისპირება იყო სამოქალაქო საზოგადოებასა და ხელისუფლებას შორის. გახსოვთ, ალბათ, რა მძიმე ვითარება იყო გინდაც ტელევიზიასთან, გინდაც ოქტომბერში რუსთაველის პროსპექტზე და ამის შემდეგ უკვე მთლიანად უბედურება დატრიალდა საქართველოში. იგივე განმეორდა შევარდნაძის დროსაც, სააკაშვილის დროსაც. გავიხსენოთ ის პერიოდი, როცა სპეციალურად იყო ხალხი ჩამოყვანილი აჭარიდან, მაშინაც დაპირისპირების ზღვარზე ვიდექით. 2012 წლიდან მოყოლებული, შეხლა-შემოხლა ხდებოდა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. ასეთივე ვითარებაა დღესაც. ამ დაპირისპირებაში ყოველთვისაა ხიფათი და საფრთხე იმისა, რომ სიტუაცია გავიდეს კონტროლიდან და გადაიზარდოს უფრო მძიმე დაპირისპირებაში. ჯერჯერობით დაპირისპირება მხოლოდ აქტივისტებს შორისაა და ამაში მთლიანი საზოგადოება არ ღებულობს მონაწილეობას, ჩვენი საზოგადოება ინარჩუნებს გარკვეულ ნეიტრალიტეტს. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ დაპირისპირება ხვალ არ გადაიზრდება უფრო მძიმე ფორმებში. ასეთ სიტუაციებში პასუხისმგებლობა ყოველთვის და ყველა მომენტში ეკისრება ხელისუფლებას, რადგან ხელისუფლებას გააჩნია ექსცესების აცილების ყველანაირი მექანიზმი-დაწყებული ძალოვანი სტრუქტურებიდან, დამთავრებული მედიასაშუალებებით, ფინანსებით, სახელმწიფო სტრუქტურებით. ასე რომ, ამ პროცესების წარმმართველი, როგორც ახლანდელ, ისე წინა შემთხვევებში არის და იყო ხელისუფლება. ხელისუფლების მიერ გადადგმული არასწორი ნაბიჯი კიდევ უფრო აძლიერებდა და აძლიერებს ესკალაციას. ახლა მთავარი ის არის, ვის რა აწყობს. დღევანდელი ვითარება ცოტა შეცვლილია იმ მხრივ, რომ დღეს ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ქუჩაშია გასული, 7-8 წლის წინ თავად იყო ხელისუფლებაში და საკუთარი აქტივისტების ისეთივე ორგანიზებას ახდენდა, როგორც ამას „ქართული ოცნება“ დღეს აკეთებს. როდესაც ისინი ლაპარაკობენ, რომ ხელისუფლებას საქმე მიჰყავს სამოქალაქო დაპირისპირებისკენ, ე.ი. მათაც თავის დროზე აქციები მიჰყავდათ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ. ამიტომაც ვამბობ, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რამდენს გაქაჩავს და რამდენს არა. გულწრფელად გითხრათ, დღესდღეობით ერთმანეთში აიზილა ყველაფერი. ამ პროცესის მთლიანი პოლიტიზაცია მოხდა და ვერ გაარჩევ, ვინ არის პოლიტიკურად, ან პარტიულად ნეიტრალური და ვინ წარმოადგენს პარტაქტივისტს. აქ ვგულისხმობ ნეიტრალურ ახალგაზრდებს, თუკი ასეთები ამ ეტაპზე ისევ არიან.
ცხადია, ოპოზიციას ყოველ დროში აწყობდა ესკალაცია, რათა ხელისუფლების სისუსტე სათავისოდ გამოეყენებინა, მაგრამ დღევანდელ ხელისუფლებას რამდენად შეიძლება აწყობდეს დაპირისპირება?
- ამ დაპირისპირების ფონზე მაინც იკვეთება ორი ძალა-„ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. ამას ხელს უწყობს სააკაშვილის ისეთი დონის განცხადებები, რომელიც მუქარა უფროა და პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს-„ყველას მოვძებნით, მიწიდან ამოვთხრით, დავიჭერთ“.
სააკაშვილის ტონში მუქარა პოლიციელების მიმართაც იგრძობა.
- ყველას მიმართ იგრძნობა მისი მუქარა და ეს კიდევ უფრო ამწვავებს ვითარებას. ჯერჯერობით ეს ყველაფერი მაინც ჯდება იმ ნარატივში, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, მთავარ ოპოზიციურ ძალად და მოპირდაპირედ წარმოაჩინოს „ნაციონალური მოძრაობა“. „ნაციონალური მოძრაობაც“ იმავეს ცდილობს, ანუ ასეთი დაპირისპირება ჯერჯერობით ორივეს ინტერესშია, გამომდინარე იქიდან, რომ ორივე მათგანი ცდილობს, თვითონ დარჩეს პოლიტიკურ ველზე, რომ არჩევანი არ გაკეთდეს სხვაზე და ღმერთი არ გაუწყრეს ვინმეს, სხვა მიმართულებით გააკეთოს არჩევანი. თუმცა აქ პრობლემა ისაა, რომ „ნაციონალები“ და „ოცნება“ ხვალ და ზეგ შეძლებენ კი ამ პროცესის კონტროლირებას? გულუბრყვილო უნდა იყო, რომ თქვა, ამ პროცესებს ჩვენი მეგობრები და მტრები გულხელდაკრეფილნი უყურებენო. ასე ნამდვილად არ არის.
როგორც ჩანს, ხელისუფლება ამ პროცესების მიმართ ყურადღების მოდუნებას სისუსტედ თვლის და ამიტომაც ახდენს საკუთარი ძალების დემონსტრირებას, მათ შორის, აქტივისტთა მობილიზებას. ხელისუფლება ჟურნალისტებს გვირჩევს, „ნაციონალების“ ქმედება არ შევიმჩნიოთ, მაგრამ თვითონ რატომ ვერ ახერხებს პროტესტანტების იგნორირებას?
- ხელისუფლებამ საკუთარი აქტივი კი არ უნდა გამოიყვანოს, არამედ უნდა გამოიყვანოს პოლიცია.
მაგრამ პოლიციას უფრო უარესად არ აღიქვამენ ოპოზიციონრები? ისედაც ხელისუფლების მიერ გამოყვანილ ძალებს ოპოზიცია პოლიციას ამოფარებულ „ქართული ოცნების“ დაქირავებულ „ტიტუშკებს“ ეძახის.
- ხელისუფლებამ პოლიცია დასარბევად კი არ უნდა გამოიყვანოს, არამედ იმისთვის, რომ საკუთარ ოფისთან უზრუნველყოს უსაფრთხოება და სამუშაო ვითარების შექმნა. დარბევა აუცილებელი არ არის, დარბევის გარეშეც მშვენივრად შეუძლით, აკონტროლონ აქტივისტები. თავისთავად, ოპოზიციის გადაწყვეტილება, მივიდნენ „ქართული ოცნების“ ოფისებთან, უკვე ავანტიურის ელემენტებს შეიცავს. ოპოზიცია თუ მიდის გამოწვევაზე, ხელისუფლებამ ამას გამოწვევით არ უნდა უპასუხოს. აქტივისტების გამოყვანა სამოქალაქო დაპირისპირების ფონს ქმნის. თუ ეს დაპირისპირება კონტროლიდან გავა, მერე ამას ვერც ხელისუფლება და ვერც ოპოზიცია ვერ გააკონტროლებს. ამ დაპირისპირებაში მარტო ხელისუფლება და ოპოზიცია არ მონაწილეობს, ცხადია, აქ ჩართულნი იქნებიან მეხუთე კოლონები აქედანაც და იქიდანაც და მერე უკვე რთული სამართავი იქნება ეს პროცესები.
ჩვენ ვახსენეთ წლების წინ არსებული სამოქალაქო დაპირისპირება. წინა შემთხვევებშიც, როდესაც ოპოზიციის პროტესტი აგრესიულ სახეს იძენდა, ეს ხელისუფლების სისუსტით აიხსენებოდა, თუ ოპოზიციის უკან მდგომი ძალების ინტერესებით? დღეს ხელისუფლებას აქვს რაიმე ბერკეტი? სუსტია თუ ძლიერი ხელისუფლება ამ ეტაპზე?
- დღევანდელ ხელისუფლებას არაფერი არ ემუქრება. მას იმის საფრთხე არ უდგას, რომ ხელისუფლების მოვალეობა არ განახორციელოს. ამიტომაც გაუგებარია, რატომ მიჰყავს ხელისუფლებას საქმე დაპირისპირებისკენ, თავად ხომ არ აწყობს ეს პროცესები? ხომ არ ჯდება ეს იმ პოლიტიკურ სტრატეგიაში, რომ მხოლოდ „ნაცმოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ დარჩნენ ასპარეზზე და დანარჩენი პოლიტიკური ძალები გაიყვანონ თამაშიდან?! რაც შეეხება თქვენს შეკითხვას, სუსტია თუ არა ეს ხელისუფლება, ამ ხელისუფლებას როცა დასჭირდა, გაასუფთავა კიდეც პარლამენტის შესასვლელი დემონსტრანტებისგან და დეპუტატები შეიყვანა შენობაში. უბრალოდ, ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც ჯერჯერობით აწყობს ესკალაცია, ჯერჯერობით ისინი აკონტროლებენ სიტუაციას, მაგრამ საფრთხე არის ის, ხვალ გააკონტროლებენ თუ არა ასეთ დაძაბულ ვითარებას. ამაზე უნდა იფიქრონ.
ნებისმიერ არჩევნებში მაინც ქოცები გაიმარჯვებდნენ და რაღაზე ააყირავეს ეს საქმე ვერ ვიგებ
რატომ უგდებენ ამ ნაცებს გამოსაცოცხლებელ მაშველ რგოლებს??
აი ბუხარში ცეცხლი რომ ქრება, კაცი შეშას რომ მიუმატებს და ისევ აააგიზგიზებს ხოლმე, ზუსტად ესე აკეთებენ ეს ჩათლახები ქოცები---- რატო
აცოცხლებენ ამ ნაცებს, რატომ??
ერთადერთი მიზეზი მხოლოდ ისააა, რომ თავიააანთი უვარგისობა, ნაცების საფრთხობელათი გადაფარონ.. სხვანაირად ამათ საქციელს მე უბრალოდ ვერ ვხსნი.
რო ამბობენ, არჩევნებში ესენი 51 % ვერ მოაგროვებდნენ, კოალიციურ მთავრობას ვერ შექმნიდნენ და იმიტომ იჩათლახესო---- მართალია კოალიციური მთავრობის პერსპექტივამ შეაშინა ესენი და იმიტომ ხდება ეს ამბები.
საბოტაჟნიკი ნაცები რომ არ უნდათ ეს გასაგებია, მაგრამ ნაცების გარდა რა პარლამენტში სხვები არ მოხვდებოდნეენ? მაგრამ ამათი უბედურება ისაა რომ იმ ,,სხვებთან,, (ვასაძე, პატრ. ალიანსი) ამათ ამ ე.წ ,,პროგრესული ძალების,, შიშით (ქუნებ იმათი პროგრესულობა)ალიანსის გაკეთება ეგრეხებათ--ემანდ პუტინისტებს დაგვიძახებენო
ვისაც რა უნდა ეთქვა საქართველოს საქმე გაკეთებულიყო და სხვის ლაპარაკს უსმენეეენ??
მაგრამ იმიტომ უსმენენ რომ ესენი უტრაკოები არიან, უტრაკოები
ესენი სხვის დაკრულზე რომ ცეკვავენ, იმის ბრალია ყველაფერი
--------------------------------------------
ეხლა ცოტა გადახვევა
ბევრი დასავლელი ძალიან დიდი მაღალჩინოსანი ამ ჩვენ მთავრობას (მოვალეობისა და ზრდილობის გამო) წარამარა ეუბნება -- რუსეთს დაელაპარაკეთ, რუსეთს დაელაპარაკეთო.........ესენი კიდევ ისევ და ისევ იმათი შიშით, რუსეთთან დალაპარაკებას კი არა, იქით გახედვასაც ვერა
ბედავენ--თან თავის გასამართლებლად მიამიტურ მიზეზს იშველიებენ ხოლმე,,,,, ჯერ დაგვიბრუნოს ტერიტორიები და მერე დაველაპარაკებითო
ესენი ან მართლა დებილები არიან, ან კიდევ თავებს იკლევებენ
ბიჯოოო .............. თუ რუსეთმა ეგ ტერიტორიები დამიბრუნა, მერე რაღა მაქვს იმასთან სალაპარაკო...მერე რაღაში მჭირდებიან ისინი??
იმიტომ მინდა მასთან დალაპარაკება, რომ იქნებ ეგ ტერიტორიები დავიბრუნოთ ... თორემ სხვა რა მინდა რუსისგან..არ მოუ---ან იმათ კეთილებიიი.... ვინ არიან და ვინ არა, არ ვიციიი??
მოკლედ კვერცხი გაჩნდა პირველად თუ ქათამიო, ზუსტად ისეა ეს საქმე.....ჯერ დაგვიბრუნოს ტერიტორიები და მერე დაველაპარაკებითო ...ან კიდევ ჯერ დავილაპარაკოთ და მერე დაგიბრუნებთო
ისე კი .....ეს ტერიტორები სინამდვილეში ხომ მაინც წაღებული აააქვს?? (ჩვენ ვეგუებით თუ არა...მაინც) დალაპარაკებებით კიდევ---- თუ რამე საჩვენო გამოცხვა, ხომ კარგი თუ არადა ხომ ვაართ ისედაც გაღიმებულები...მეტი რაღა უნდა მოგვივიდეს??
ეხლა ერთი დიდი ფანტაზია ...და კითხვა ამავე დროს
დაუშვათ და ერთი წუთით წარმოვიდგინოთ(ვიმეორებ ფანტაზიააა) რუსეთმა დაგვიბრუნა ტერიტორიები, ვართ ძმობაში, სიყვარულში, ერთ ამბავში, ეროვნული საკითხები შვიდიანზე გვაქვს მოგვარებული და ა.შ. --- მოკლედ პარადი გვაქვს რაღა (ვიმეორებ ფანტაზიააა)
მერე ეს ჩვენი პარადი ამერიკელებს მოეწონებააათ?? რუსის ტრაკში ეკალი რომ აღარ ვიყოთ და მაგათ ჩვენი სახით რუსეთის წინააღმდეგ კოზირი წაერთვათ, აწყოობთ??
ჰოოოდა ... აი ეგ არის ჩვენი უბედურების თავიც და.................... ბოლოც და ................................................. პასუხიც
აქლემების ჩხუბშიო............... ისეა ჩვენი საქმე....კუკლავოდების ხელში ვართ კუკლავოდების და გინდ მარჯვნივ გადახტი, გინდ მარცხნივ მაინც არააა ჩვენი საშველი