ლონდონში ნატოს ლიდერთა საიუბილეო შეხვედრისთვის ემზადებიან. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დაარსებიდან 70 წელი გავიდა. ოფიაციალური შეხვედრის დაწყებამდე ლიდერებს ბუკინგემის სასახლეში ბრიტანეთის დედოფალი უმასპინძლებს.
სახალხო დიპლომატიის ფორუმზე, რომელიც რამდენიმე საათში დაიწყება, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი ნატოს გამოწვევების შესახებ ისაუბრებს. ფორუმის მთავარი თემები იქნება ნატოს უსაფრთხოება, რუსული აგრესია და შავი ზღვის უსაფრთხოება.
სწორედ ამ საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების რამდენიმე საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან ერთად, შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებსა და ამ კუთხით საქართველოს ძალისხმევაზე ისაუბრებს.
ხვალ კი ლონდონში ნატოს ლიდერთა საიუბილეო შეხვედრა გაიმართება, 29 ქვეყნის ლიდერი ზეგ მრგავლ მაგიდასთან შეიკრიბება, მათ შორის იქნებიან დონალდ ტრაპმი, ემანუელ მაკრონი და რეჯეფ თაიპ ერდოღანი.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკვე დააანონსა, რომ ამერიკა ნატოს დაფინანსებას უმცირებს, დაზოგილ თანხას კი საქართველოსა და უკრაინას მოახმარს. რას შეიძლება ელოდოს საქართველო ნატოს ლიდერთა შეხვედრიდან, ეს უფრო კონკრეტულად, ორ დღეში გახდება ცნობილი.