რუსეთში მედიის წარმომადგენლების „უცხოელ აგენტებად“ გამოცხადება შესაძლებელი გახდა

რუსეთში მედიის წარმომადგენლების „უცხოელ აგენტებად“ გამოცხადება შესაძლებელი გახდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც ხელისუფლებას ფიზიკური პირების „უცხოელ აგენტებად“ აღიარების საშუალებას მისცემს. ამის შესახებ Meduza ქვეყნის სამართლებრივი ინფორმაციის ოფიციალურ პორტალზე დაყრდნობით წერს.

კანონი „უცხოელი აგენტის“ სტატუსის მინიჭებას შესაძლებელს ხდის იმ პირებისთვის, ვინც „უცხოური აგენტი მედიასაშუალებების შექმნასა და გავრცელებაში მონაწილეობს და დაფინანსებას საზღვარგარეთიდან იღებს. კანონი როგორც რუსეთის, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე ვრცელდება.

დუმამ კანონი 21 ნოემბერს მიიღო.